რუბრიკები
საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს უელსის სამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგრეო სამინისტრო ნატო-ს უელსის სამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო მიესალმება ნატო-ს უელსის სამიტს და მოკავშირეთა მიერ სამიტისას მიღებულ გადაწყვეტილებებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, რადგან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, კერძოდ კი - დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით - "მნიშვნელოვანი პროგრესისა" და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების აღიარება. "საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სამიტის დასკვნით კომუნიკეში ალიანსის მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკისა და კონკრეტულად, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ "საქართველო გახდება ალიანისის წევრი". ქართული მხარე მიესალმება ალიანსის მიერ ქვეყანაში "დემოკრატიის განმტკიცების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევის" აღიარებას. ამასთანავე, საქართველო ადასტურებს მზადყოფნას გააგრძელოს დემოკარტიის განმტიცებისკენ მიმართული რეფორმების კურსი. საქართველო მიესალმება და იზიარებს ალიანსის შეფასებას, რომ ნატო-სა და საქართველოს უკვე აქვთ ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას მიიყვანს საბოლო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობის კიდევ ერთი დადასტურება იყო უელსის სამიტის ფარგლებში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან 28+4 ფორმატში. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფორმატში ალიანსთან და ასპირანტ ქვეყნებთან დიალოგს და გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს მის გაღრმავებას. საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია ალიანსის გადაწყვეტილება "არსებით ღონისძიებებათა პაკეტის" შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თვდვაცვითი შესაძლებლობების განვითარება. ქართული მხარე ადასტურებს სრულ მზადყოფნას დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა პაკეტის ელემენტების განსახორცილებლად და ხაზს უსვამს ამ პრცესში მოკავშირეთა ორმხრივი დახმარების მოზიდვისა და ეფექტური კოორდინაციის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, მოკავშირეთა ცალსახად დადებითი შეფასება საქართველოს თავდაცვის სისიტემაში გატარებული რეფომების მიმართ და გამოხატული მადლიერება ალიანსის ოპერაციებში და კონკრეტულად ISAF-ში შეტანილი ძალზედ ღირებული წვლილისთვის. ქართული მხარე მიესალმება ალიანსის გადაწყვეტილებას "პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივაში" და "გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში" საქართველოს მიწვევის შესახებ და ხაზს უსვამს ამ და სხვა ფორმატებში ალინსთან სამხედრო თანამშრომლობისა და თავსებადობის განვითარების მნიშვნელობას. საქართველოსთვის უაღესად ფასეულია, ალიანსის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უელსის სამიტზე. საქართველო მისალმება ალიანსის მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ გაიყვანოს "შეიარაღებული ძალები საქართველოდან" და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. მნიშვნელოვანია ალიანსის შეშფოთება რუსეთის მიერ საეთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების უგულებელყოფით, ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების დარღვევით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შეუსრულებლობით, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მისი ქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაზე. საქართველო ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სრულად იზირებს ალიანსის პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული უკანონო სამხედრო ინტერვენციის შესახებ. საქართველო იზიარებს ალისნის წევრი ქვეყნების შეშფოთებას ერაყსა და სიარიაში მზარდი არასტაბულურობისა და რელიგიური ექტრემიზმის ფონზე ჩადენილი დანაშაულების გამო. აღსანიშნავია უელსის სამიტისას ალინსის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები "მზადყოფნის სამოქმედო გეგმის" დამტკიცების, ალიანსის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნისა და აქტივობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საპასუხოდ ქმედითი შესაძლებლობების განვითარების შესახებ. საქართველო მიესალმება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით უელსის სამიტზე მოკავშირეთა მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს და როგორც ასპირანტი ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს აღნიშნული გადაწყვეტილებების განხორცილებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.