რუბრიკები
მეცნიერებმა ხმელეთის უდიდესი დინოზავრის ძვლები იპოვეს
BBC-ის ცნობით, არგენტინაში გიგანტური დინოზავრის ძვლები იპოვეს. მეცნიერების ვარაუდით ეს აქამდე აღმოჩენილი ხმელეთის ყველაზე დიდი არსებაა. ნაპოვნია მნიშვნელოვანი ძვლები 70%-ზე მეტი რაც გიგანტური არსებაზე სრული წარმოდგენის საშუალებას იძლევა. Dreadnoughtus schrani-ის სიგრძე თავიდან კუდის წვერამდე 26 მეტრი იყო, ხოლო მისი წონა 60 ტონას აღწევდა და Boeing 737-ზე 20 ტონით მეტს იწონიდა. მეცნიერთა აზრით, დრედნოუტი (ითარგმნება როგორც უშიშარი) სიკვდილის მომენტში მოზარდი იყო და 77 მილიონი წლის წინ მომხდარი კატასტროფის შედეგად დაიღუპა. ზრდასრული დრედტოუნის ზომები მეცნიერთათვის კვლავ უცნობია. აღმოჩენის დეტალები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Scientific Reports. გათხრებს ხელმძღვანელობდა ფლორიდის დრექსელის უნივერსიტეტის პროფესორი კენეტ ლაკოვარა. მისი თქმით აღმოჩენილი დინოზავრის ზომები მართლაც შემზარავი იყო და სწორედ ამიტომ მას მიანიჭეს სახელი დრედტოუნი (მე-20 საუკუნის დასაწყისში გიგანტური საბრძოლო გემები). „Dreadnoughtus იმდენად უზარმაზარი იყო, რომ მას ზიანს ვერაფერი მიაყენებდა, მას არანაირი თავდასხმის არ ეშინოდა“ - განაცხადა კენეტ ლეკოვარმა BBC-ისთან ინტერვიუში. Dreadnoughtus schrani ტიტანოზავრების სახეობას მიეკუთვნება. ასევე შედარებით ახალი აღმოჩენილი კიდევ ერთი ტიტანოზავრი, არგენტინოზავრი, დრედტოუნზე ოდნავ პატარა იყო. მეცნიერთა აზრით ორივე ზრდასრული დინოზავრის წონა 100 ტონას უახლოვდებოდა. თუმცა არგენტინოზავრის ზომებთან დაკავშირებით მეცნიერებს ეჭვები ჰქონდათ, რადგან ნაპოვნია ამ არსების მხოლოდ ხერხემლის 6 მალა და ბარძაყის ძვლის რამდენიმე ფრაგმენტი. ტიტანოზავრის პრაქტიკულად სრული ჩონჩხის პოვნა ამ ეჭვებს ფანტავს და ადასტურებს მეცნიერთა ვარაუდს ტიტანოზავრთა მართლაც გიგანტური ზომების თაობაზე. Dreadnoughtus schrani -ის თავის ქალა ნაპოვნი არ არის, თუმცა აღმოჩენილია ძვლების 2/3-ზე მეტი, რაც ტიტანოზავრების ანატომიის, ბიომექანიკისა და ევოლუციის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოსაპოვებლად საკმარისია. აღსანიშნავია, რომ დინოზავრის ძვლები კარგადაა შენახული. „აშკარაა, რომ თუ ჩვენ ტიტანოზავრების ფიზიოლოგიაზე ვსაუბრობთ, ისინი თავისი ზომებით შესაძლებლის ზღვარს მიუახლოვდნენ. მაგრამ სად გადიოდა ზუსტად ეს ზღვარი, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით“ - აცხადებს დოქტორი ლაკოვარა. ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის დოქტორი პოლ ბარეტი Dreadnoughtus schrani-ის პოვნას უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად აფასებს. „ეს აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ტიტანოზავრთა ძვლების სიმტკიცის ზღვარი, ისინი ხომ როგორღაც ატარებდნენ ასეთ უზარმაზარ წონას. ახლა შეგვიძლია მოვახდინოთ სუნთქვის, სისხლის მოძრაობისა და არსებობისათვის აუცილებელი საკვების რაოდენობის მოდელირება. ამდაგვარად ჩვენ მივიღებთ ახალ ინფორმაციას გიგანტური არსების პროპორციებისა და ფორმების შესახებ. Dreadnoughtus schrani -ის აღმოჩენა წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია - ჩვენ შევძლებთ მივუახლოვდეთ ტიტანოზავრთა ბიოლოგიის საიდუმლოებას“ - აცხადებს დოქტორი ბარეტი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.