რუბრიკები
აშშ-ში მიელომას კიბო წითელას ვირუსით განკურნეს
აშშ-ში 50 წლის სტეისი ერჰოლთსი, რომელიც მიელომას კიბოთი (ძვლის ტვინის სიმსივნური დაავადება) იყო დაავადებული, წითელას ვირუსის საშუალებით სრულად განკურნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washing Post-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ერჰოლთს გავლილი ჰქონდა ქიმიოთერაპია და რამდენიმე ურთულესი ოპერაცია, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სიმსივნემ ორგანიზმში გავრცელება გააგრძელა. ბოლოს მას სიმსივნე შუბლის არეშიც გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა შუბლის ძვალი. სიტუაციის ასე დამძიმების შემდეგ, ექიმებმა ექსპერიმენტულ მეთოდს მიმართეს. მათ სტეისი ერჰოლთსის ორგანიზმში 100 მილიარდი ერთეული წითელას ვირუსი შეიყვანეს. ეს დოზა საკმარისია 10 მილიონი ადამიანის ინფიცირებისთვის. შეყვანიდან 5 წუთის შემდეგ, პაციენტს ძლიერი თავის ტკივილები დაეწყო. ორი საათის შემდეგ იგი აკანკალდა და ტემპერატურა აუვარდა. ვირუსის შეყვანიდან 36 საათის შემდეგ, სიმსივნემ შემცირება დაიწყო. რამდენიმე კვირაში, შუბლზე განვითარებული სიმსივნე გაქრა, ხოლო შემდეგ მიელომა მთელი ორგანიზმიდან გაქრა. სტეისი ერჰოლთსის ექიმმა სტეფან რასელმა The Washington Post-ს განუცხადა, რომ მათ მოახდინეს წითელას ვირუსის მოდიფიკაცია ისე, რომ ვირუსმა გასამრავლებლად დაავადებული უჯრედები გამოიყენოს. ამის შედეგად, ეს უჯრედები სკდებიან და ამით ახალი ვირუსები იბადებიან. ექიმი აქვე აღნიშნავს, რომ ამ მკურნალობამ ორიდან მხოლოდ ერთ პაციენტზე იმუშავა. სტეფან რასელის თქმით, ექიმებმა ამ შემთხვევით დაადგინეს, რომ ასეთმა მკურნალობამ, შესაძლოა, შედეგი გამოიღოს. ასევე, გაირკვა რომ ასეთი მკურნალობის წარმატებისთვის, საჭიროა, რომ პაციენტში დიდი დოზით იყოს შეყვანილი ვირუსი და ამ ვირუსისთვის ორგანიზმს უკვე გამომუშავებული ანტისხეულები არ უნდა ჰქონდეს (არ უნდა იყოს აცრილი და არ უნდა ჰქონდეს ეს ვირუსი მოხდილი). აღსანიშნავია, რომ ასეთი მკურნალობის შემოღებისთვის საჭიროა ცდების ჩატარება სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმების განცხადებით, ხშირად ძალიან პერსპექტიული მკურნალობის გზები ამ ცდებს ვერ უძლებს ხოლმე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.