რუბრიკები
“ფორესტ გამპი” 20 წლისაა!
ტომ ჰენკსმა ერთხელ თქვა, ეს ის ფილმია, რომელიც აქამდე დანერგილ ყველა წესს ეწინააღმდეგებაო. მართლაც, ვსაუბრობთ ფილმზე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ჰოლივუდის ტრადიციული სცენარისგან. მან ოსკარიც დაიმსახურა ნომინაციებში “საუკეთესო სურათი”, “საუკეთესო მსახიობი” და “საუკეთესო რეჟისორი”. როგორც ალბათ მიხვდით, საუბარია ყველასათვის საყვარელ “ფორესტ გამპზე”, რომელსაც 20 წელი შეუსრულდა. დაუჯერებელია, რომ ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ფილმისაგან პირველი ემოციები და შთაბეჭდილებები მივიღეთ. თუმცა, მიუხედავად გასული ორი დეკადისა, ბევრმა ჩვენგანმა ჯერ კიდევ არ ვიცით, რა უცნობი დეტალები იმალებოდა კადრს მიღმა ან, თუნდაც, კადრში, ჩვენ თვალწინ! გთავაზობთ უცნობ, საინტერესო და სახალისო დეტალებს 1994 წლის კინოჰიტიდან: რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შემოქმედებით ჯგუფს ფორესტის როლზე ტომ ჰენკსი არც მოუაზრებია. ისინი ცდილობდნენ, დაეთანხმებინათ ბილ მურეი, ჯონ ტრავოლტა და ჩევი ჩეისი. მას შემდეგ კი, რაც სამივე მსახიობისგან უარი მიიღეს, გამპი ჰენკსმა განასახიერა. დღეს ეს ფილმი ტომის გარეშე ვერავის წარმოუდგენია! ტომ ჰენკსს არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი. პირობაში ეწერა, რომ ის მიიღებდა მოგების გარკვეულ პროცენტს, რაც საბოლოო ჯამში 40 მილიონი დოლარი გამოვიდა! ავტობუსის სცენაში ტომ ჰენკსის წითური ქალიშვილი ელისაბედი და რეჟისორის შვილი ალექსანდრე გამოდიან. ისინი იმ ბავშვებს განასახიერებენ, რომლებიც ფორესტს სკამზე დაჯდომის უფლებას არ აძლევენ. ცნობილი სირბილის სცენაში კი ტომ ჰენკსს პერიოდულად თავისი ძმა ანაცვლებს. ბევრი მსახიობის აყვანა სცადეს დუბლად, თუმცა, ტომის სირბილის მანერა მხოლოდ მისსავე დედმამიშვილს გამოსდიოდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ სურათში ფორესტი სამი წლის, ორი თვის, 14 დღისა და 16 საათის განმავლობაში დარბის, რაც ფილმის მხოლოდ 7 წუთში ეტევა! ჯენის როლის შესასრულებლად კი, რობინ ვრაიტის დამტკიცებამდე, მიწვეულნი იყვნენ დემი მური და ნიკოლ კიდმანი. ორივე მათგანმა პერსონაჟის განსახიერებაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთი ფრაზა, რომელსაც ფორესტი ამბობს, ექსპრომტად ითქვა და რეჟისორს ისე მოეწონა, აღარ შეუცვლია. სწორედ ეს ფრაზა გახდა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახასიათო წინადადება: “ჩემი სახელია ფორესტ გამპი. ხალხი ფორესტ გამპს მეძახის.” ფილმში ნაჩვენებ ფორესტის ყველა ფოტოზე მთავარ გმირს თვალები დახუჭული აქვს. ასეთივე განმეორებითობაა გამპის ტანისამოსში – ასაკის ცვლილების ყველა სცენაში პერსონაჟს ლურჯი მაისური აცვია. ცნობილი სკამი, რომელზეც ფორესტი თავის ამბავს ყვება, სპეციალურად ფილმისათვის შეიქმნა. გადაღებების დასრულების შემდეგ ეს სკამი სავანას მუზეუმს გადაეცა. არსებობს მისი ასლებიც, რომლებიც სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ინახება. სალი ფილდი, რომელიც ფორესტის დედას განასახიერებს, გადაღების პროცესში 45 წლისაა – ტომ ჰენკსზე სულ რაღაც 10 წლით უფროსი! აღსანიშნავია, რომ მანამდე გამოსულ ფილმში “Punchline” (1988 წ.) ტომი სალის პერსონაჟზეა შეყვარებული. სირბილის სცენაში ერთ-ერთი ტელეწამყვანი პრეზიდენტ ჯიმი კარტერს ახსენებს. ეს ხდება 1976 წლის 5 ივლისს (ფილმში) მაშინ, როცა იმ მომენტისათვის კარტერი ჯერ კიდევ არ არის ამერიკის პრეზიდენტი. 1972 წელს, როდესაც ფორესტი ახალ წელს აღნიშნავს, სვამს Dr Pepper-ს ლოგოთი, რომელიც 80-იან წლებამდე გამოგონილიც არ იყო. 1970 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ სცენაში “USA Today”-ის კითხულობენ მაშინ, როცა ეს გაზეთი პირველად 1982 წელს გამოიცა. როცა ფორესტი სიტყვით გამოდის და მოულოდნელად ჯენისთან შესახვედრად მოდის, ერთსა და იმავე ადამიანს ორჯერ უვლის გვერდს. როდესაც ჯენი კვდება, ფორესტი ამბობს, რომ შაბათი დილაა. არადა, შემდეგ ჯენის საფლავის ქვაზე ვკითხულობთ: “1982 წლის 22 მარტი”, რაც კალენდარში შაბათი კი არა, ორშაბათია! დაბოლოს, “გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი!” bb0OBbB3mP8Z4bB8YbJiAIfLiED
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.