რუბრიკები
``რესპუბლიკა კაზანტიპის`` პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრისგან ბოდიშს ელოდება
"რესპუბლიკა კაზანტიპის" პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან ბოდიშს ელოდება. ამის შესახებ ნიკიტა მარშუნოკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 
ამასთან, მარშუნოკი კვირკაშვილის განცხადებას, რომ „კაზანტიპი" ფესტივალია, უაზროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „კაზანტიპი" ფესტივალი კი არა, დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და ამიტომ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს სთხოვს, „კაზანტიპელ ხალხს" შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს.
„ფესტივალს რომ თავი დავანებოთ, მოგიწევთ პასუხი აგოთ „კაზანტიპის რესპუბლიკის" შეფასებისთვის, რომელსაც დაბალი დონის ფესტივალი უწოდეთ. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით შეაფასეთ, როცა არც მოგინახულებიათ. მეეჭვება, უკეთესის გაკეთება შეგეძლოთ," - წერს „კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტი.
ამასთან, ნიკიტა მარშუნოკი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველოს დიდ პატივს სცემს. „სწორედ ამიტომ, გაძლევთ უფლებას, ბოდიში მოიხადოთ და ამით ინციდენტი ამოიწურება," - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მარშუნოკმა დღეს გაავრცელა.
შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „კაზატიპის" ფესტივალს განსაკუთრებული როლი არ უნდა მივანიჭოთ.
„პირადად მე, ვფიქრობ, რომ ეს არ არის მაღალი ხარისხის ფესტივალი. „კაზანტიპი"ძალიან მდარე ხარისხის ფესტივალია, რომელმაც არ გაამართლა. ადგილობრივ კულტურაში ფეხი ვერ მოიკიდა. ამით ჩვენ არც ურჩხული გაგვიკეთებია და არც გვითქვამს, რომ ფესტივალით აშენდებოდა ქვეყანა," - განაცხადა კვირკაშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.