რუბრიკები
ჰარვარდელი მკვლევარების ექსპერიმენტი
მეცნიერების ჯგუფმა ჰარვარდელი მკვლევარების მეთაურობით მრავალწლიანი ცდების შემდეგ ერთი ადამიანის ტვინიდან ინფორმაციის მეორე ადამიანის ტვნისათვის გადაცემა პირველად მოახერხა. ექსპერმენტი ერთდროულად საფრანგეთსა და ინდოეთში განხორციელდა. ცდის პირი დელიში შეერთებული იყო მოწყობილობასთან, რომელიც მის ტვინში წარმოქმნილ მარტივ მოტორულ სიგნალებს, მაგალითად ხელის აწევა-დაწევას ან ფეხის ამოძრავების ბრძანებას აფიქსირებდა და ინტერნეტის მეშვეობით სიგნალებს პარიზში აგზავნიდა. პარიზში კი მეორე ცდის პირი განსხვავებულ მოწყობილობაზე იყო შეერთებული, რომელიც პარიზიდან მიღებულ სიგნალებს ადამიანის ნერვული სისტემის ,,ენაზე" თარგმნიდა და სპეციალური ჩაფხუტის მეშვეობით ცდის პირს აწვდიდა. წარმატებით შედგა მარტივი ვერბალური სიგნალების გაგზავნის მცდელობაც, დელიდან პარიზში გაიგზავნა მისალმების შეტყობინება. ინფორმაციის მიღებისას ცდის პირი ასრულებდა ზუსტად იმ მოტორულ ბრძანებებს, რომლებიც პარიზიდან იყო გამოგზავნილი. ექსპერიმენტის ერთ-ერთმა შემქნელმა ჰარვარდის ექსპერიმენტული ფიზიკისა და ნევროლოგიის დოქტორმა ჯულიო რუფინიმ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ პოტენციურად შესაძლებელია უბრალო მოტორულ სიგნალებზე უფრო რთული ბრძანებების გადაცემა, მაგრამ ეს გაცილებით ძლიერ მოწყობილობას საჭიროებს, ამასთან ერთად თითოეულ ადამიანს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები და გადაცემული სიგნალები შეიძლება ორიგინალს არ დაემთხვეს, ხოლო მოტორული ფუნქციების რეგულირება კი ყოველ ადამიანში მეტნაკლებად ერთმანეთს ჰგავს ამიტომაც საცდელ ეტაპზე სწორედ ამ სიგნალების გადაცემაზე შეთანმხდნენ. ექსპერიმენტი მხოლოდ ერთი მიმართულებით მოქმედებდა, ახლო მომავალში დაგეგმილია უკვე ორმხრივი ექსპერიმენეტბის ჩატარება წყარო:tabula.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.