რუბრიკები
Facebook–ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
Financial Times–ის ინფორმაციით, კომპანიამ ზრდის ტემპებით გაუსწრო მთავარ კონკურენტს Google–ს.ორშაბათს Facebook–ის აქციები 0,8%–ოთ გაიზარდა და 77,89 დოლარს მიაღწია. ორ ნახევარი წლის წინ კი კომპანიამ 38 დოლარით დაიწყო. გამოცემის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კაპიტალის მოცულობით Facebook–ი უსწრებს ბაზრის ისეთ ვეტერანებს როგორიცაა Toyota, Coca Cola და Bank of America, და HSBC–ს უახლოვდება. Facebook–ის წარმატებას მათ შორის იმ სიახლესაც უკავშირებენ, რომელიც ნახვების მთვლელის დაყენებას გულისხმობს და რეკლამების დამკვეთებისთვისაა განკუთვნილი. Google–ი ბირჟაზე Facebook–ზე ადრე, 2004 წელს გავიდა, თუმცა 200–მილიარდიან კაპიტალიზაციას მხოლოდ IPO–დან სამი წლის თავზე მიაღწია. Google–ის კაპიტალიზაციამ კი ბოლო ორი წლის განმავლობაში 400 მილიარდი შეადგინა, თუმცა ზრდის ტემპებით კორპორაცია Facebook–ს ჩამორჩება. მარტში Facebook–მა მობილური რეკლამის ახალი ფორმატი წარმოადგინა – 15–წამიანი ვიდეორგოლები, რომლებიც ავტომატურად ირთვება. ივლისში კომპანიამ ღილაკ „შეძენის“ ტესტირება დაიწყო, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია საქონლის შეკვეთა, რომლის რეკლამაც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. ეს ოპერაცია, პირველ რიგში, განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც Facebook–ზე სმარტფონების საშუალებით შედიან. eMarketer–ის შეფასებით, Facebook–ის წილი მობილური რეკლამის გლობალურ ბაზარზე წელს 22,3%–ს მიაღწევს (2012 წლისთვის ეს მაჩვენებელი 5,4% იყო). ამ წილით Facebook–ი ხდება მსოფლიოში ფულის ნომერ მეორე მიმღები მობილური რეკლამიდან და პირველობას მხოლოდ Google–ს უთმობს, რომელზეც ბაზრის დაახლოებით 50% მოდის. მესამეა Twitter–ი, თუმცა მისი წილი 3%–ზე ნაკლებადაა შეფასებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.