რუბრიკები
ზუგდიდში 3 ადამიანი, სავარაუდოდ, ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დააკავეს
ზუგდიდში, გვიან ღამით, 3 ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმმა კარები შეამტვრია და ამ ფორმით შევიდნენ მათ სახლებში ღამის 3:00 საათისთვის, რა დროსაც ყველას ეძინა, მათ შორის ბავშვებსაც. ოჯახის წევრების თქმით, გელა ქანთარიას, ლაშა ჩაჩხუნაშვილსა და გიორგი გარბაიას ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. "ღამის სამი საათი იქნებოდა, გვეძინა სახლში, ვიწექით, შემოგვივარდა შეიარაღებული ხალხი. კარის გაღებაც ვერ მოვასწარით კარები შემომიმტვრიეს. ნახევარი საათი ზემოთ იყვნენ ასული, აიღეს პროცესორი, ვეხვეწებოდი მითხარით, რისთვის იჭერთ ჩემს შვილს-თქო, ბოლოს მითხრეს, ქურდული მენტალიტეტის წევრი არისო", -განცხადა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ. სამივე დაკავებული ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში არიან გადაყანილი. დაკავაბულებთან ადვოკატებს არ უშვებენ. "როგორც ოჯახმა გაიგო, დაკავება მოხდა იმის გამო, რომ რაღაც ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები კავშირში არიან ქურდულ სამყაროსთან. ორდერის საფუძველზე დაკავებულთან შეხვედრა მოვითხოვეთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც პასუხი მივიღეთ რა ხდება, რატომ არ გვიშვებენ, ვერ ვახერხებთ შეხვედრას ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან",- განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა. როგორც News.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყება მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.