რუბრიკები
ანი წითლიძე დავით კოდუას მოუწოდებს “კაზანტიპის“ გამო დაზარალებულ მოსახლეობას „გასცეს პასუხი“ (ვიდეო)
აღნიშნულზე განცხადება საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“- ანა წითლიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ამ ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო დავით კოდუა და სწორედ ის აკეთებდა განცხადებებს 35-40 ათასამდე ტურისტის ჩამოსვლის შესახებ. „არავინ არ მიდის ამ გაუბედურებულ ხალხთან და არ ეუბნება რა მოხდა რეალურად. გამობრძანდეს ბატონი კოდუა და ისაუბროს, რა მოხდა რეალურად, საიდან გათვალა მან 35-40 ათასი ტურისტი და რატომ ჩამოვიდა 5 ათასი. სხვა შემთხვევაში ჩვენ გუბერნატორისგან ვითხოვთ დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი და ის გადაყენებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან“, - ამბობს ანა წითლიძე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა აცხადებს, რომ ის პროექტის ორგანიზატორი არ ყოფილა და ფესტივალს მხოლოდ კოორდინირებას უწევდა. მისივე განმარტებით, 35-40 ათასი ტურისტის ჩამოსვლის შესახებ პირობითად იყო გაცხადებული ტურიზმის ადმინისტრაციის და ფესტივალის მენეჯერების მიერ. „მე არ ვარ ექსპერტი, რომ ანალიზი გავაკეთო და უარყოფით შედეგებზე ვისაუბრო. რაც შეეხება ფაქტორებს, თუ რატომ არ მოხდა ტურისტების შემოდინება, შემიძლია ჩემი სუბიექტური აზრი გითხრათ - ანაკლია მივიღეთ როგორც იბიცა და მონაკო. ეს რის გამოც იყო გამოწვეული, ყველამ ვიცით. ჩვენ არ შეგვეძლო ფასწარმოებაში ჩარევა, ეს არ არის კუბა და ჩრდილოეთ კორეა. ეს არის საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, სადაც ფასწაროებას ალაგებს კონკურენცია“, - თქვა დავით კოდუამ. ამასთან, დავით კოდუამ წითლიძეს ინტრიგანი უწოდა და თქვა, რომ მას გარკვეული ჯგუფები ლობირებენ და აქვს ინფორმაცია, თუ ვისი დაფინანსებით და როგორ იღებდა ის განათლებას ევროპაში. ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ დავით კოდუას ამ განცხადებას იმ პირობით უპასუხა, თუ გამოცემა მის კომენტარს უცვლელად გამოაქვეყნებდა. „დათო კოდუა ნამდვილად არ არის ის პოლიტიკური ფიგურა რომ განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდეს ჩვენთვის, ის ერთი რიგითი საჯარო მოხელეა მხოლოდ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც კაზანტიპის კოორდინატორს რეგიონში. პროექტისა, რომელიც ჩავარდა და რომელმაც მოსახლეობას ვალები დაადო. სხვანაირად კოდუა არასაინტერესო ტიპაჟია. რაც შეეხება ჩემს დაფინანსებას, მე აქედან ვეუბნები ბატონ კოდუას :ბატონი კოდუასგან განსხვავებით, მე არასოდეს მიცხოვრია მამიკოს ფულებით, არასოდეს ჩამიწყვია მამიკოს ფულებით გამოცდები, არასოდეს დავუნიშნივართ მამიკოს რეკომენდაციით და ჩაწყობით იმ თანამდებობაზე, რომელზედაც ახლა თვითონ მუშაობს და სადაც მამიკოს ჩაწყობით ისე შეტენეს, რომ გუბერნატორს მისი დანიშვნა არ უნდოდა. მე ვეთანხმები: მე 2007 წელს მოვხვდი 10 საუკეთესო რეგიონალურ სტუდენტს შორის და წინა ხელისუფლებამ 2 სამაგისტრო კურსზე სწავლა დამიფინანსა საზღვარგარეთ. ბ-ნ კოდუასან განსხვავებით, მე დღეს დოქტორანტურაზე სწავლას სახელმწიფო მაფინანსებს. ბოლო ორი წელი - ის ხელისუფლება რომელსაც თვითონ წარმოადგენს“, - ამბობს ანი წითლიძე.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.