რუბრიკები
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს ზუგდიდის სასამართლოში (ვიდეო)
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული შვიდი პირის: გელა ქანთარიას, გიორგი რატიანის, ვიტალი გულავას, გირგი კარბაიას, გელა გერგედავასა და დავით ქუხილავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. ამასთან, დაკავებულებს ბრალი ედებათ იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის. ეჭვმიტანილებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ისინი უდანაშაულოები არიან და უკანონო ნივთები მათ პოლიციამ „ჩაუდო“. ბრალდებულები, ასევე პოლიციის მხრიდან, დაკავების მომენტში, არადამიანურ მოპყრობაზეც საუბრობენ. პროცესის მსვლელობისას სასამართლო შენობაში ინციდენტი მოხდა. დაკავებულების ოჯახის წევრების ნაწილმა პროცესზე, დასაჯდომი ადგილების გადავსების გამო, დასწრება ვერ შეძლო, რის გამოც სასამართლოს მანდატურებს დაუპირისპირდნენ. დაკავებული გიორგი რატიანის დედა რადიო „ათინათთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და პოლიციამ მათ საცხოვრებელ სახლში იარაღი „დადო“, ხოლო ნარკოტიკული ნივთიერება მის შვილის ძალის გამოყენებით „ჩაუტენეს“. „ჩემი შვილი ქუჩაში, ბენზინგასამართ სადგურთან აიყვანეს, გვეხვეწება იქ ვიდეო თვალი იყო და ამოიღეთ, კარგად გამოჩნდეს იქნება თუ როგორ ჩამიტენეს ნარკოტიკიო. დაკავების მერე პოლიციამ სახლში ჩხრეკა ჩაატარა  და ჩემი საწოლის ქვეშ „იპოვეს“ იარაღი. მათ დადეს, შეეშალათ, გიორგის საწოლი ეგონათ, ალბათ“, - ამბობს ლამარა მიქავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 სექტემებრს განცხადება გაავრცელა, სადაც ქურდული სამყაროს წევრობისთვის 10 პირის დაკავების შესახებ იუწყებოდა. „შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი კ, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ნასამართლევი გელა ქ, 1985 წელს დაბადებული ლაშა ჩ, 1971 წელს დაბადებული გელა გ, 1986 წელს დაბადებული, წარსულში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის, ქურდობისთვის, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ნასამართლევი დავით ქ, 1986 წელს დაბადებული ვიტალი ბ, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულის და ქურდობისთვის ნასამართლევი გიორგი რ, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობის, ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გელა ქ, 1995 წელს დაბადებული ავაზი უ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის და ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი თენგიზ კ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება, ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
04 / მაისი 2024
აფხაზეთის ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის მომიტინგეებს, რომლებიც „აგენტების“ კანონს აპროტესტებენ.
04 / მაისი 2024
დღეს, 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.