რუბრიკები
სოზარ სუბარი სამეგრელოს რეგიონში დევნილებს შეხვდა და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი,  მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი , მამუკა ცოტნიაშვილი  და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია სამეგრელოს რეგიონში დევნილებს,21 სექტემბერს შეხვდნენ.

მინისტრი ზუგდიდის,  აბაშის, სენაკის, ჭითაწყარის და ახალსოფლის ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს  ესტუმრა და მათი პრობლემებს ადგილზე გაეცნო.  
„დილიდან დავდივართ სამეგრელოს რეგიონში, ვიყავით აბაშაში, სენაკში, ზუგდიდში, ახალ სოფელში. მოვინახულეთ 9 დევნილთა ჩასახლება და 3 ახალი მშენებლობა. სადაც ეხლა ვიმყოფებით, ეს არის ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, 320 ოჯახისთვის. 8 კორპუსი უკვე დამთავრებულია და კიდევ 62 ოჯახისთვის 2 ახალი კორპუსი შენდება. მშენებლები პირობას გვაძლევენ, რომ საახალწლოდ ყველაფერი დამთავრებული იქნება, მათ შორის აღნიშნული 2 ახალი კორპუსის მშენებლობაც. მოპირკეთდება ეზოც. მშენებლობა მიმდინარეობს გერმანიის განვითარების ბანკის დახმარებით, მართლაც ხარისხიანი მშენებლობაა. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახების, ძირითადი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. აღნიშნულ 320 ოჯახს კიდევ ემატება 42 ოჯახი, რომლებისთვისაც ბინები ახალსოფელში  შენდება და ზუგდიდში, 38 ოჯახისთვის  რეაბილიტაცია  ყოფილ საბავშვო ბაღს უტარდება“ - განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა. 
დევნილების მთავარ მოთხოვნებს  საცხოვრებელი ფართების დაკანონება, ობიექტების გაზიფიცირება,  წყალმომარაგებისა და საკანალაზიაციო სისტემების გამართვა წარმოადგენს. აღნიშნული ობიექტების დიდ ნაწილს სარეაბილიტაციო სამუშაოებო წინა ხელისუფლების დროს ჩაუტარდა. თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო,  ყველა შენობა ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს.

მინისტრმა დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ყველა იმ ფართის პირად საკუთრებაში გადაცემა, რომლებსაც დევნილი ოჯახები მართლზომიერად ფლობენ.  გარდა ამისა,  სამინისტრო დევნილ ოჯახებს გაზმომარაგების კომპანიებთან შუამდგომლობას გაუწევს, რის შედეგადაც   შესაძლებელი გახდება დევნილთა ჩასახლებების თანადაფინანსებით გაფიზიცირება.  სოზარ სუბარი ზუგდიდში,  ფაიფურის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა. მინისტრმა პირადად მოინახულა, კომპაქტურ ჩასახლება „კარავი 1“-ში,  40 დევნილი ოჯახის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, სადაც ისინი 20 წელზე მეტია ცხოვრობენ.  „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“  დასკვნის თანახმად, დევნილების საცხოვრებელი ობიექტი ნგრევადია.  აღნიშნული 40  ოჯახი, კრიტერიუმების შესაბამისად, ახლადრეაბილიტირებულ ობიექტზე მიიღებს ბინას. 

სამეგრელოს რეგიონში ვიზიტისას, მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ასევე მოინახულეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის ობიექტების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ზუგდიდში ოთხსართულიანი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც  საცხოვრებელ ფართს  320 დევნილი ოჯახი  მიიღებს.  

მინისტრმა ასევე დაათვალიერა ახალსოფელში ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ბინას 42 დევნილი ოჯახი მიიღებს.  პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარებიის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.
ზუგდიდში ნაწილობრივი რეაბილიტაცია უტარდება ბაგა-ბაღის შენობასაც, სადაც 38 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.