რუბრიკები
გალის რაიონის მცხოვრებთათვის კონტროლირებად ტერიტორიაზე უფასო ჯანდაცვა მიუწვდომელია-ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული წინადადებით მიმართავს. უჩა ნანუაშვილი ჯანდაცვის უწყებას, "რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ურჩევს. რათა, მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პირის მიმართ ერთგვაროვან პრაქტიკას სავალდებულო ხასიათი ჰქონდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს: "2014 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. საქართველოს სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც ოსური და აფხაზური პასპორტების მქონე მოქალაქეებს უარი ეთქვათ სოციალური დახმარებაზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება დაიცვას კონფლიქტური რეგიონების მკვიდრი მოსახლეობის უფლებები და უზრუნველყოს მათთვის სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად. ამისათვის საჭიროა მომზადდეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებასა და 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებაში, რაც აფხაზ და ოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მიიღონ სოციალური დახმარებები აფხაზური და ოსური პასპორტებით. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის საკითხი და გამოავლინა მნიშვნელოვანი ხარვეზი. კერძოდ, აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები (ძირითადად გალის რაიონის მოსახლეობა) ხშირ შემთხვევებში, ვერ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული უფასო ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობას. მათ, ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რაც მკურნალობის თანადაფინანსებას გულისხმობს. გალის რაიონის მოსახლეობის მძიმე სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენება და მათთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეთავაზება არამიზანშეწონილი და არაადეკვატურია მათი პირობებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოამზადოს ცვლილებები "რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილებაში, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის მიმართ ერთგვაროვან პრაქტიკას სავალდებულო ხასიათი ჰქონდეს", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.