რუბრიკები
ფეისბუქის "ლაიქები"
კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა Microsoft-ის კვლევით ცენტრებთან ერთად შექმნეს სპეციალური ალგორითმი, რომლის დახმარებით Facebook-ის მომხმარებელთა თვისებების გამოკვლევა "ლაიქების" მიხედვითაა შესაძლებელი. მეცნიერებმა 58 000 მოხალისის მონაცემები სტატისტიკური მოდელის დახმარებით შეისწავლეს. დასკვნის მიხედვით, ალგორითმმა 95%-იანი სიზუსტით შეძლო თეთრკანიანებისა და აფროამერიკელების "ფეისბუქების" ერთმანეთისგან განსხვავება. სისტემამ სექსუალური ორიენტაციის 88%-იანი სიზუსტით, ხოლო რელიგიური მრწამსის 82%-იანი სიზუსტით ამოცნობა შეძლო. გარდა ამისა, სტატისტიკურ მოდელს "ფეისბუქის" "ლაიქების" მიხედვით ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების გამოცნობაც კი შეუძლია. ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კორელაცია ყოველთვის პირდაპირი არ არის. მაგალითად "ფეისბუქზე" ჰომოსექსუალთა მხოლოდ 5%-მა მოიწონა ერთსქესიანი ქორწინება. როგორც მედია იუწყება, მეცნიერებმა ასევე საკმაოდ მოულოდნელი შეფარდებები აღმოაჩინეს ადამიანების პირად მონაცემებსა და მათ მიერ მოწონებულ გვერდებს შორის. მაგალითად, მათ, ვისაც კარტოფილი ფრის გვერდი მოსწონს, უფრო მაღალი IQ აქვთ, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ გასართობად შექმნილ გვერდებს იწონებენ. კვლევის ერთ-ერთი ავტორი მაიკლ კოსინსკი აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული ალგორითმი მარტივია და მისი გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ მარკეტოლოგებს და ინტერნეტ კომპანიებს, რათა უკეთ შეისწავლონ სამიზნე ბაზარი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
04 / მაისი 2024
აფხაზეთის ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის მომიტინგეებს, რომლებიც „აგენტების“ კანონს აპროტესტებენ.
04 / მაისი 2024
დღეს, 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.