რუბრიკები
ზუგდიდის მერიასა და ანაკლიაში საგანგებო შტაბი მუშაობს
ქუთაისში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე,რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები, აჭარისა და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,გადაწყდა,რომ საქართველოს რეგიონებში, სადაც ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი,საგანგებო შტაბები შეიქმნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,მთავრობის წევრები და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები ყველა პოტენციურად საშიშ ზონაში ვითარებას პირადად გააკონტროლებენ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,დავით შავლიაშვილმა აღნიშნა,რომ ამ დროისთვის სრულად არის მობილიზებული ყველა საჭირო ტექნიკა; სვანეთის გზაზე და დევდორაკის ხეობაში,სადაც მეწყერული ადგილებია, სპეციალისტების 24-საათიანი მორიგეობაა დაწესებული. სხდომის დასრულების შემდეგ, შტაბის წევრები რეგიონებში - ზუგდიდსა და ანაკლიაში,ფოთში, ოზურგეთში,ბათუმსა და სარფში განაწილდნენ. დავით შავლიაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე ზუგდიდში იმყოფებიან. ისინი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან და ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ და მხარეში განსახორციელებელ ღონისძიებებს დაგეგმავენ.ზუგდიდის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 591 44 53 69.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.