რუბრიკები
კახა მიქაია ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა მიქაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მიქაიას განმარტებით, მის მეგობარს  გიორგი სალიას, რომელიც ქალაქის მერიაშია დასაქმებული, მასთან მოგობრობას უკრძალავენ და ასევე,  აზრის გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ . ამის შესახებ კახა მიქაიამ დღეს გამართულ  საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. „გიორგი სალიასთან ჯერ მიდის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და ეუბნება: თუ შენ მიქაიასთან არ შეწყვეტ მეგობრობას, მისი ვიდეოების გაზიარებას და ფეისბუქზე მის სასარგებლო პოსტების დადებას, გაგათავიუფლებ სამსახურიდან, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთო. ამის შემდეგ  გიორგიმ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. რის შემდეგ, გიორგის იბარებს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია და ეუბნება: შენ არ უნდა წახვიდე, რადგან ეს არ უნდა "გასაქმდეს" და მიქაიამ არ უნდა გააჟღეროს, მაგრამ შენ მიქაიასთან არ უნდა იმეგობრო. დღემდე ეს განცხადება არ არის დაკმაყოფილებული.  ბოლოს, სალიას იბარებს გამგებელი ედიშერ თოლორაია და ეუბნება იგივეს. გიორგი სალია ორშაბათს გავა სამსახურში და იმუშავებს, რადგან ჩვენ არ მივცემთ უფლებას არც მერს და არც ქალაქის საკრებულოს თავჯდომარეს, ვინმე მათი „ცოლის დაქალები“ ან „პორტირებული ნაციონალები“ დანიშნონ გიორგის ადგილზე“ , - განაცხადა კახა მიქაიამ. ამასთან, მიქაიამ  საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე  საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, გუბერნიის გვერდით „მაკდონალდსის“ განთავსების შესახებ. მიქაიას თქმით, ის გუბერნიის გვერდით „მაკდონალდსის“ განთავსებას მხარს უჭერს. ასევე, მიქაია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს პასუხს, მუშაობს თუ არა ნამდვილად ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ზაზა ხასაია, რომელიც მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების დროს   ოპოზიციის წარმომადგენლებს ებრძოდა და ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა . „შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღე პასუხი, რომ ხასაია არ მუშაობს მათ უწყებაში. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს კადრების განყოფილებაში კი მითხრეს, რომ ხასაია ნამდვილად მუშაობს პოლიციაში. ვითხოვთ, თუ შეიძლება  გაგვარკვიეთ, მუშაობს თუ არა ეს ადამიანი შსს-ში?" - თქვა კახა მიქაიამ. ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა და კახა მიქაიას მეგობარმა  გიორგი სალიამ, ჟურნალისტებთან საუბარში კახა მიქაიას სიტყვები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ის მიქაიას იმიტომ უჭერს მხარს, რომ ეს უკანასკნელი სიმართლეს ამბობს. ქალაქ ზუგდიდი მერმა ირაკლი გოგოხიამ,  რადიო „ათინათთან“ საუბარში კახა მიქაიას და გიორგი სალიას განცხადებებს სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მას სალიასთვის მეგობრობა არავისთან დაუშლია. „გიორგი სალია ჩემი რეკომენდაციით დაინიშნა. გამგეობაში რიგით თანამშრომლად მუშაობდა და მე ქალაქის მერიაში დავაწინაურე, განყოფილების უფროსად დავნიშნე. როგორ შეიძლება ასე საუბარი? თუ რამე პრობლემა ჰქონდა, ჯერ მე უნდა ჩავეყენებინე საქმის კურსში. ცალსახად ვაფიქსირებ, რომ ასეთ რამეზე საუბარი არ გვქონია, ეს არის სიცრუე“, - განაცხადა ირაკლი გოგოხია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ადგილზე არ იმყოფება და ზემოაღნიშნულ საკითხზე გამგეობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.