რუბრიკები
ელონ მასკი - აუცილებელია მარსზე ადამიანის დასახლება
ამერიკელი მილიარდერი ელონ მასკი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობის გადარჩენის გარანტირებისთვის აუცილებელია მარსზე მილიონი ადამიანის დასახლება და უმჯობესია თუ ეს ამ საუკუნის ბოლომდე მოხდება. ამის თაობაზე მასკმა Aoen-თან ინტერვიუში განაცხადა. SpaceX-ის და Tesla Motors-ის დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ მხოლოდ ამ ნაბიჯით შეძლებენ ადამიანები სხვა ვარსკვლავებზე დასახლებასაც, როცა მზე კვდომას დაიწყებს. ელონ მასკმა განაცხადა, რომ არ იზიარებს იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ ბუნებას უნდა დავუბრუნდეთ, სოფლებში გადავსახლდეთ საცხოვრებლად და უარი ვთქვათ ბევრ ტექნოლოგიაზე. სწორედ გონება და ტექნოლოგიები აძლევს კაცობრიობას შანსს მიუახლოვდეს თავის შესაძლებლობებს. მილიარდერი დარწმუნებულია, რომ არცერთ ცივილიზაციას სამყაროში არ შეუძლია უსასრულოდ განვითარება, თუ ერთ პლანეტაზე ცხოვრებით შემოიფარგლება. ამიტომ, მისი აზრით, ჯერ საჭიროა მარსზე გადასახლება და გენეტიკური ნაირსახეობის შესაქმნელად, წითელ პლანეტაზე საჭირო იქნება მინიმუმ მილიონი ადამიანის დასახლება. ასეთი დიდი რაოდენობის ადამიანების იქ გადასაყვანად კი, ელონ მასკის აზრით, საჭირო იქნება 100 ათასი გადაფრენის მოწყობა და ამის გაკეთება 100 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.