რუბრიკები
ირაკლი ხინთბა: მდ. ენგურზე მდებარე საზღვარი საქართველოში "ადმინისტრაციული საზღვარი" ჰგონიათ
 "საქართველოში არის წარმოდგენა, რომ მდ. ენგურზე მდებარე საზღვარი არა სახელმიფოთაშორისი, არამედ ადმინისტრაციული საზღვარია",- აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა აფხაზების გადაწყვეტილების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ენგურზე მდებარე ექვსი გამშვები პუნქტიდან ხუთი უნდა დაიხუროს.  " საქართველო-აფხაზეთის საზღვარი უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც სახელმწიფოთაშორისი საზღვარი. საქართველოში არის წარმოდგენა ამ საზღვრის შესახებ, როგორც ადმინისტრაციული საზღვრის შესახებ. ჩვენ მას გავამაგრებთ. მასზე იქნება განთავსებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რათა ამ საზღვრის გადაკვეთა მკაცრად განსაზღვრული აფხაზეთის კანონმდებლობით ხდებოდეს", - აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ საუბარი მიდის ერთიანი საგარეო თავდაცვითი კონტურის შექმნაზე რუსეთის ფედერაციასთან. მისივე თქმით, იმისათვის, რათა ეს თავდაცვითი საგარეო ერთიანი კონტური ფუნქციონირებდეს, აუცილებელია მაქსიმალურად იქნეს დაცული საქართველო-აფხაზეთის საზღვარი, რომელიც მდინარე ენგურზე მდებარეობს. 
"ეს არის იდეა, რომელიც დღეს განიხილება და რომელიც სავარაუდოდ, გამყარებული იქნება აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმებით მეგობრობის, თანამშრომლობისა ურთიერთდახმარების შესახებ, რომლის ხელმოწერაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება",- აცხადებს ხინთბა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.