რუბრიკები
ეგრისის ქედზე მდგომარეობა საგანგაშოა - პეტიცია სამეგრელოს მთიანეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ
ეგრისის ქედის,იგივე სამეგრელოს ქედის ეროვნულ პარკად გამოცხადების შესახებ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიცია დღეს გამოქვეყნდა და მას უკვე 70-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.იდეა საქართველოს სპელეოკავშირის წევრ რომან თოლორდავას ეკუთვნის. რომან თოლორდავას თქმით,სამეგრელოს მთიანეთის ეროვნულ პარკად გამოცხადების იდეა ჯერ კიდევ 1998 წელს გაუჩნდათ,თუმცა საკითხი დღემდე ღიად რჩება. თოლორდავა ეგრისის ქედის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტერიტორიის დაბინძურების გამო, ქედზე მდგომარეობა საგანგაშოა. „იქ არსებულმა სიბინძურემ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.ყოველ ნაბიჯზე ძალიან დიდი რაოდენობის ნაგავია. „ტობა ფესტივალის“ ფარგლებში ნაგავი 10 ცხენით ჩამოვიტანეთ, მაგრამ ეს ერთჯერადი ხასიათის იყო და ამით საქმე ვერ მოგვარდება.ყველაზე დიდ პრობლემას ის ქმნის,რომ ქილებს პირდაპირ ტბებში ყრიან და იქიდან მისი ამოტანა ძალიან ძნელია.მდგომარეობა საგანგაშოა და ასე თუ გაგრძელდა ამ ტერიტორიას დავღუპავთ,დავკარგავთ“, - თქვა რადიო „ათინათთან“ საუბარში რომან თოლორდავამ. ამასთან, თოლორდავა აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხით დაცული ტერიტორიების სააგენტოც დაინტერესებულია და იმედს გამოთქვამს,რომ სამეგრელოს მთიანეთის ეროვნულ პარკად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.