რუბრიკები
ფოთისა და ურეკის რაიონების ენერგომომარაგება გაუმჯობესდა
110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ნიგვზიანი“ ექსპლუატაციაში გაეშვა. ენერგო–პრო ჯორჯია 12 კმ სატრანზიტო ხაზის მშენებლობას რამდენიმე თვე აწარმოებდა, ხოლო ტექნიკურ დეტალებზე სამუშაოს დასრულების შემდეგ, ხაზი ექსპლუატაციაში საბოლოოდ შევიდა. ხაზი „ნიგვზიანი“ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობის გარდა, იძლევა მეტი სიმძლავრეების გატარების შესაძლებლობას. ახალი ხაზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 3,5 მლნ ლარია. ხაზი „ნიგვზიანი“ ელექტროენერგიას აწვდის ფოთისა და ურეკის ზონას. დღემდე აღნიშნულ რაიონებს ელექტროენერგია მიეწოდებოდა 110 კვ ხაზი „ჭალადიდის“ მეშვეობით; ხოლო „ნიგვზიანის“ ექსპლუატაციაში გაშვებით, აღნიშნულ რაიონებს სიმძლავრის მიწოდების თვალსაზრისით გაუჩნდათ კვების მეორე წყარო; რაც ელექტროენერგიის უწყვეტი და სტაბილური მომარაგების გარანტიაა. ნიგვზიანის ექსპლუატაციაში შესვლით, ურეკისა და ფოთის ზონის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც ნიშნავს იმას, რომ 110 კვ ქსელში კომპანიის მიერ განხორციელებული გეგმიური და ავარიული გათიშვების შემთხვევაშიც კი, აღნიშნულ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ფაქტიურად არ შეფერხდება. გარდა ამისა, ავარიული რეჟიმის შემთხვევაში, ახალი ხაზით შესაძლებელი იქნება ძაბვის მიწოდება ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, სამტრედიის, ხონის და ბათუმის ნაწილისთვის.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.