რუბრიკები
ზუგდიდში ე.წ. "წყლის მილების" საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში ვერა (ლალი) ანთიას ბრალდების,  ე.წ."წყლის მილების" საქმეზე, სასამართლო პროცესი გაიმართა. ანთიას წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. ანთიას საგამოძიებო უწყება წყლის ავზების და მილების ამოღება-მითვისებას ედავება.  დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების 10-ზე მეტი მოწმე დაიკითხა. მათ შორის სატვირთო ავტომობილების მძღოლები და მილების გადამამუშავებელი კომპანიის წარმომადგენლები. სატვირთო ავტომობილის მძღოლები ლალი ანთიასთან კავშირს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი განსასჯელს საერთოდ არ იცნობენ. მძღოლების თქმით, მათ მხოლოდ წყლის მილების დანიშნულების ადგილზე მიტანა ევალებოდათ. მითითებებს კი, ვინმე რამაზ ხოჭოლავა, იურა და გია აძლევდნენ. ამასთან, მძღოლები ამბობენ, რომ მათ წყლის მილები გაიტანეს სოფლებიდან: რუხი, ლია და რიყე. წყლის ავზები კი დარჩელიდან და ორულუდან. სატვირთო ავტომობილის მძღოლები წყლის მილების ზუგდიდის ტერიტორიიდან გატანის ზუსტ თარიღს ვერ იხსენებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს იყო  2011-2012 წლები. ასევე, ერთ -ერთი მძღოლის ანზორ გოჩაშვილის თქმით, მან წყლის მილები ერთ-ერთი მშენებარე ტაძრიდან გაიტანა, რომელიც ზუგდიდის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. მისივე თქმით, ტაძრიდან მილების გატანას სასულიერო პირი ხელმძღვანელობდა, რომლის ვინაობა არ იცის. ვერა (ლალი) ანთიას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას თქმით, ანთია უდანაშაულოა და მას წყლის მილებთან კავშირი არ აქვს. მისივე განმარტებით, ანთიას ბრალდების საქმე რამაზ ხოჭოლავას ჩვენებაზეა აგებული, რომელიც ამჟამად ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია მოთავსებული. რაც შეეხება ლალი ანთიას  დღევანდელ პროცესს, ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო არ დასწრებია. ანთიას ზემოაღნიშნულ საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, ლალი ანთია სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. შსს-ს მაშინდელი განცხადებით, ლალი ანთია თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული და მას გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული ჰქონდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელი გადაუვადდა.
შსს-ს ინფორმაციით, ანთიას სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შებრუნების შესახებ სამართალდამცველებს სასამართლომ მიმართა. ეს სასჯელი ანთიამ უკვე მოიხადა და რუსთავის ქალთა კოლონია ა.წ. 8 აგვისტოს დატოვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.