რუბრიკები
„მანდარინებმა“ ფრანგული კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღო
ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმმა “მანდარინები”, რომელიც ომისა და კონფლიქტების თემას ეძღვნება ფრანგული ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა. კინოფესტივალი, რომელიც სპეციფიკური ომის თემას ეძღვნება საფრანგეთში გაიმართა. “მანდარინებს” ჟიურის გრან–პრი ერგო. კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, ირანელი რეჟისორი მოხსენ მახბან ბაფი იყო. ფილმი სწორედ ჟიურისა და მაყურებლის რჩეული გახდა. ამ გამარჯვების შემდეგ, ურუშაძე „War On Screen 2014’-ის facebook-ის გვერდზე შევიდა და დაწერა: „ძალიან მოხარული ვარ. ეს დიდი პატივია. ძალიან დიდი მადლობა!“ გარდა ამისა, „მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური თანამშრომლობით შექმნილი პირველი სურათია, ცოტა ხნის წინ „ოსკარზე“, ნომინაციაში – „საუკეთესო უცხოური ფილმი“, წარადგინეს. ეს სურათი საუკეთესო ფილმად დასახელდა ბელგიის კინოფესტივალზეც. „მანდარინებმა“, 2013 წელს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, 15 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. მათ შორის არის 2013 წლის ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის, 2014 წლის სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალისა და BIFEST-ის პრემიები. შეგახსენებთ, რომ ეს ფილმის მე–19 ჯილდოა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.