რუბრიკები
ზუგდიდში აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა წარადგინეს (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და „აგროდაზღვევის პროექტების“ ხელმძღვანელები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ფერმერებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა წარადგინეს და პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მარიანა მორგოშიას განმარტებით, აგროდაზღვევის მიზანია  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება, აგროსექტორში სადაზღვეო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და ა.შ. აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ფარგლებში მოსავლის დაზღვევა შესაძლებელია სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე და საშემოდგომო ყინვაზე. აგროდაზრვევა ეხება ყველა წამყვან კულტურას, რომელიც საქართველოში მოჰყავთ. მათ შორის, ციტრუსს, ვაზსს, ბაღჩეულს, ბოსტნეულს და კენკროვან კულტურებს. „აგროდაზღვევის პროექტების“ ხელმძღვანელის ლევან მაღრაძის თქმით, სადაზღვეო პოლისის გაცემის დროს დამზღვევმა უნდა გადაიხადოს სადაზღვევო პრემიის მცირე ნაწილი, ხოლო დანარჩენს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო გადაიხდის. მისივე თქმით, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების თანხა 30 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე- 50 ათას ლარს. „მაგალითად, 1 ჰექტარზე გაშენებული თხილი დაიზღვევა 35-150 ლარამდე. გამოდის, რომ 1კგ თხილი 3 ლარად დაიზღვევა. მოსავლის დაზღვევა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც წარადგენს საკადასტრო კოდს ან აზომვით ნახაზს, ასევე მისაღებია  GPS კოორდინატები “, - აღნიშნა შეხვედრაზე მაღრაძემ. შეხვედრის მონაწილე ფერმერებმა სამინისტროს წარმომადგენლებს შენიშვნის სახით  უთხრეს, რომ სამეგრელოს რეგიონისთვის საშემოდგომო ყინვები არ არის დამახასიათებელი და რეგიონისთვის პრობლემურ საკითხს  ადრე გაზაფულის ყინვები წარმოადგენს. ფერმერების შენიშვნაზე  მარიანა მორგოშიამ განაცხადა, რომ პროგრამა არის საპილოტე და ყველაფერი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. მანვე აღნიშნა, რომ მომავალში მსგავსი და სხვა საკითხები, რომელიც პროგრამის ფარგლებში გამოვლინდება, მომდევნო წლებში იქნება გათვალისწინებული. აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და ის მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. საპილოტე პროგრამა  მომავალი წლის ანალოგიურ პერიოდში დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.