რუბრიკები
ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები საქართველოში
სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მოხელეებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სფეროში დასაქმებულ პირებს აქვთ (1600-დან 1800 ლარამდე), ყველაზე მცირე საშუალო ხელფასი კი განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებს. გარდა ოფიციალური მონაცემებისა, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს, საინტერესოა კერძო სექტორში მოთხოვნადი სპეციალობები, რომელთა კვალიფიციური კადრები 1500 ლარზე მეტ საშუალო თვიურ ანაზღაურებას იღებენ. აღმოჩნდა, რომ IT მენეჯერებზე საქართველოში მაღალი მოთხოვნაა და კვალიფიციური კადრის შემოსავალი მინიმუმ 1 500 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეს სპეციალობა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერების წლიური შემოსავალი დაახლოებით 125.600 დოლარს შეადგენს. საქართველოში პროფესიონალთა შემოსავალი 1 500 ლარს აჭარბებს მარკეტინგის მენეჯერების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, წარმატებულ კომპანიაში დასაქმებული მარკეტინგის მენეჯერების ანაზღაურებაში 1 500 ლარი ქვედა ზღვარიც კია. რაც შეეხება ქართველი მარკეტოლოგების ევროპელსა და ამერიკელ კოლეგებს, ბუნებრივია, მათი შემოსავალი ბევრად უფრო შთამბეჭდავია; ბოლო მონაცემებით, ევროპასა და აშშ-ში მარკეტინგის მენეჯერების წლიური შემოსავალი დაახლოებით 126.196 დოლარია. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პერსონალია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები, რომელთა შემოსავალი როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე წარმატებულ კომპანიებში აჭარბებს 1 500 ლარს. თუმცა უნდა ითქვას, რომ იგივე პროფესიას აშშ-სა და ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათეულში ვერ ნახავთ. ევროპის მსგავსად, ჩვენთანაც ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან საქმიანობად ითვლება არქიტექტურული და საინჟინრო მენეჯმენტი. მართალია ქართველი არქიტექტორების საშუალო წლიური ხელფასი მათი უცხოელი კოლეგების მსგავსად 129.350 დოლარს ვერ უტოლდება, თუმცა ამ სფეროს მცოდნე პროფესიონალებს, რომლებიც წარმატებულ სამშენებლო კომპანიებში არიან დასაქმებულნი, საწუწუნო ნამდვილად არაფერი აქვთ საქართველოში. საქართველოში ასევე მაღალანაზღაურებად საქმიანობად მიიჩნევა ბუღალტერია და ზოგად ფინანსური მენეჯმენტი. ამ პროფესიის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ ის მოთხოვნადია არა მხოლოდ საბანკო სექტორში, არამედ ნებისმიერ კომპანიაში, საქმიანობის მიმართულების მიუხედავად. საქართველოში მსხვილ კომპანიებში დასაქმებული მთავარი ბუღალტრების შემოსავალი 2 000-დან 3 000 ლარამდეც აღწევს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად 1 724 000 ადამიანი ითვლება. აქედან, თვითდასაქმებულია 1 054 000, დაქირავებით დასაქმებული კი - 662.200 ადამიანი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.