რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია „წყლის მილების“ საქმეზე და მის მოსალოდნელ დაკავებაზე საუბრობს (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდში  სამოქალაქო მოძრაობის „სამაგრელოს ხმა“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ საოლქო პროკურატურასთან ე.წ. „წყლის მილების“ საქმეზე ბრიფინგი გამართა. ჯგუშია „წყლის მილების“ საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის პროკურორი გიზო უბილავა ზემოაღნიშნულ საქმეზე გუბერნატორ ლევან შონიას მფარველობს. „ლევან შონია სამმართველოს უფროსი იყო იმ დროს, როცა ეს მილები დაიტაცეს. ვინმე დაიჯერებს, რომ 3 კილომეტრი სიგრძის წყლის მილები სამმართველოს მონაწილეობის გარეშე მოიპარეს?! შონია რომ არ იქნეს მხილებული ამ საქმეში, პროკურორი უბილავა ცდილობს ამ საქმის მიჩქმალვას და ეს არის ერთობლივი დანაშაული“, - ამბობს თენგიზ ჯგუშია. ამასთან, ჯგუშიას თქმით,  პროკურატურა ცდილობს „წყლის მილების“ საქმე რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულზე არიან ბრალდებულები,  „მიახოცოს“  და ამით რეალური დამნაშაავები იხსნას. „ლაპარაკია ამწის მძღოლზე, დემონტაჟის გამკეთებელზე და ახალგაზრდა ინჟინერზე, რომლებიც დღეს ციხეში არიან, მაგრამ მე მათიც მიკვირს, რატომ არ ადებენ  ხელს დანაშაულის უშუალო დამკვეთებს. რაღაცა ხდება... აქციები გაგრძელდება საქართველოს პარლამენტთან, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან“, - თქვა თენგიზ ჯგუშიამ. მისივე თქმით, მან დღეს ბრიფინგი  შეგნებულად გამართა, რადგან რამდენიმე დღეში პროკურატურა მის დაკავებას გეგმავს. „პროკურორი უბილავა ცდილობს ოთხ დღეში ციხეში გამიშას, იმის გამო, რომ დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარეს, მერაბ  ქვარაიას არ ვაპატიე ჩემი მამაკაცური ღირსების შელახვა და სილა გავაწანი. ქვარაიასთვის სილის გაწნის გამო მე მიშვებს უბილავა ციხეში, რომ ეს ბერკეტად გამოიყენონ და სასმელი წყლის ამბავზე გავჩუმდე “ - აცხადებს ჯგუშია. თენგიზ ჯგუშიას მიერ საოლქო პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგს რიყის რამდენიმე მკვიდრიც ესწრებოდა. მათი თქმით, ისინი სასმელი წყლის მილების დაბრუნებას და საქმის გამოძიებას ითხოვენ. ჯგუშიას ბრალდებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურში და გუბერნიის ადმინისტრაციაში არ უპასუხეს. ცნობისთვის, სოფელ რიყიდან სასმელი წყლის 3 კმ-მდე სიგრძის მილი, გასული წლის დეკემბერში თვითნებურად ამოიღეს. დანაშაულზე რამდენიმე პირია დაკავებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.