რუბრიკები
ფოთში დევნილებმა გეზამდე მისასვლელი გზა ისევ გადაკეტეს
ფოთის სასწავლო ცენტრის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულმა ოჯახებმა გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი გზა ხელმეორედ გადაკეტეს. რამდენიმე საათიანი პიკეტის მიზეზი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნა გახდა,რომელიც პირველი პიკეტის შემდეგ არ დაკმაყოფილდა. აქციის მონაწილეების დაშლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს,რასაც ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა.ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ,თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ფოთის მერიაში განმარტავენ,რომ შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. ფოთის მერის განცხადებით,არის საუბარი იმაზე,რომ აღნიშნულმა ოჯახებმა საერთო მრიცხველით ისარგებლონ,რაზეც ისინი უარს აცხადებენ და ინდივიდუალური მრიცხველებით სარგებლობას მოითხოვენ. ფოთის მერი ირაკლი კაკულია ეჭვობს,რომ ამ მოთხოვნით ისინი ფართების დაკანონებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას ცდილობენ,რასაც მერია იმ გარემოებიდან გამომდინარე ვერ დაუშვებს,რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. რაც შეეხება აქციის მონაწილეების გეგმებს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.