რუბრიკები
მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს
„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წალენჯიხის  ოფისის თანამშრომელი ლაშა კილასონია პოლიციას ზეწოლასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა კილასონია დეტალურად იხსენებს მის დაკავებას და აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებაზე აღიარებითი ჩვენება ძალადობრივი მეთოდებით დააწერინეს. „ამიყვანეს პოლიციის შენობაში მეორე სართულზე და მომთხოვეს აღიარებითი ჩვენების დაწერა, რაზეც უარი ვთქვი, ამის შემდეგ 5-6 პოლიციელი შემოვიდა და ცემა დამიწყო, იატაკზე დამაგდეს და უმოწყალოდ მცემეს, მეუბნებოდნენ აღიარე და 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაგიშვებთო, თუმცა ჩვენება ვერც ამის მერე მიიღეს. შემდეგ შარვალი ჩამხადეს და ისევ იატაკზე დამაგდეს, ეს იყო გაუპატიურების მცდელობა, რის შემდეგაც გადავწყვიტე მეღიარებინა ის, რაც არ გამიკეთებია და გადამეხადა 2 000 ლარი, თუმცა იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ჩვენება შევცვალე და ახალი ჩვენება დავწერე. ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ მქონია, ეს არის სიცრუე“, - აცხადებს კილასონია. ბრალდებულმა მისი დაკავების საქმეზე გამოძიების თხოვნით ზუგდიდის პროკურატურას უკვე მიმართა, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეწოლის ქვეშაა და გამოძიება ჭიანურდება. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ღირსება ჭიკაიძის უწყების რეიტინგის აწევას ეწირება. აბა რა უნდა ვიფიქროთ იმ გარემოებების შემდეგ, რომელიც ლაშას დაკავებისას და შემდგომ მოხდა, იმ ძალადობაზე, რომელიც მასზე განხორციელდა. ლაშა კილასონია უდანაშაულოა“, - აცხადებს ადვოკატი ლაშა ხოშტარია. ლაშა კილასონია ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული, მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული. კილასონია ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ზუგდიდის პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.