რუბრიკები
კახა მიქაიას ინფორმაციით, მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულზე დააკავეს
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე  დეპუტატმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი, ჭაბუკა გეთია სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების გამო დააკავეს. მისივე თქმით, გეთია სამართალდამცავებმა თბილისი-ზუგდიდის გზაზე 12 სექტემბერს აიყვანეს.  მიქაიას ინფორმაციით, ნარკოტიკი, რომელიც გეთიას ჰქონდა ზუგდიდის  მერიის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, კახა მიქაია ზუგდიდის მერიას და პროკურატურას აფრთხილებს, რომ  ჭაბუკა გეთიაზე  ზეწოლა არ განხორციელდეს. „მე მინდა დადგინდეს: რას სთავაზობდა პოლიცია გეთიას და ვისთვის მიჰქონდა მას ნარკოტიკი“,-  აღნიშნა კახა მიქაიამ. ქალაქ ზუგდიდის მერია ყოფილი თანამშრომლის, ჭაბუკა გეთიას დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს: „მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაგირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი ჭაბუკა გეთია ამჟამად მერიის თანამშრომელი არ არის. შესაბამისად, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ  გეთიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რაც გვაძლევს რწმენას, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს“, - აცხადებს მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ღუბელაძე.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.