რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას ითხოვს (ვიდეო)
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი და ყოფილი პარლამენტარი თენგიზ ჯგუშია მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვს. ის საქართველოს მთავარ პროკურორს და ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა. “ბუნებრივია ვითხოვ საქმის შეწყვეტას და ასევე ვითხოვ, მიკერძოებული და ტენდენციური მიდგომებისგან გათავისუფლებას. ჩემს მიმართ მოხდა თავდასხმა და კანონიერი ტარების უფლების მქონე იარაღი გამოვიყენე გარდაუალი აუცილებლობიდან გამომდინარე“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ  გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს სოფელ რიყეში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ ქვარაიასა და თენგიზ ჯგუშიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც კომბინატის დასახლებაში ჯგუშიას მხრიდან ტყვიის გასროლით დასრულდა. ჯგუშია წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანასაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მან ტყვია ჰაერში, თავდაცვის მიზნით გაისროლა  და მას ქვარაიას მიმართულებით არ უსვრია. თენგიზ ჯგუშიას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ,  17 ოქტომბერს გამოიტანს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯგუშიას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.