რუბრიკები
პრემიერი სამეგრელოს ეწვევა

სასათბურე მეურნეობა “თაღლაურას სათბური“, თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ანკა ფეა ტრეიდი“, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა „Stimor Associates”, თხილის ბუნებრივი საშრობი და გადამამუშავებელი საწარმო „კედა“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  დღეს სამეგრელოში ახალ საწარმოებს ეწვევა.

სასათბურე მეურნეობა „თაღლაურას სათბური“, რომელიც ხობში, ნახევარ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სარწყავი სისტემით. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს შეადგენს.

თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ანკა ფეა ტრეიდი“, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით. პროგრამის დახმარებით საწარმომ 600 000 დოლარის სესხი ახალი თხილის გადამამუშვებელი საწარმოს მშენებლობისთვის აიღო. შვეიცარიულმა კომპანიამ საკუთარი სახსრებით დამატებით 400 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, რომელიც 2014 წელს აშენდა, მუდმივად დასაქმებულია 20 ადამიანი, სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა 120-მდე გაიზრდება.

მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა „Stimor Associates”-ის მშენებლობა სოფელ ცაიშში 2014 წლის ივნისში დაიწყო და პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება. ინვესტორი 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებას და 5 წლის განმავლობაში 30 ჰექტარი ფართობის ათვისებას გეგმავს. ობიექტზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 30 მილიონი დოლარია. თხილის ბუნებრივი საშრობი და გადამამუშავებელი საწარმო „კედა“, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროგრამის დახმარებით შენობის სარემონტო სამუშაოებისა და მანქანა-დანადგარების შესაძენად კომპანიამ 600 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო. საწარმო, სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ, თხილის ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანია 220 ადამიანს დაასაქმებს. სამეგრელოს რეგიონში ასევე ხორციელდება სენაკი–ნოქალაქევი–ბანძა–ხონის საავტომობილო გზის 15,4 კმ–ის რეაბილიტაცია. სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი დღეს ადგილზე გაეცნობა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 400 000 ლარს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებზე, რომელსაც კომპანია „არქეოპოლისი“ ახორციელებს, დასაქმებულია 530 ადამიანი. გზა 20–მდე სოფლის 15 000 –მდე ოჯახს ემსახურება. პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები,ეზოში შესასვლელები, განხორციელდა მდინარე ცხენისწყალზე არსებული საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია. აღნიშნული საავტომობილო გზა სენაკის, აბაშის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით აკავშირებს ხონთან და ქუთაისთან. ბანძიდან ხონამდე გზის დაფარვას სჭირდებოდა 1 საათი, ახალი გზა კი მგზავრობის დროს 15 წუთამდე ამცირებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.