რუბრიკები
პრემიერმა ზუგდიდში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო დაათვალიერა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში ახლად გახსნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ანკა ფეა ტრეიდი" და ცაიშის სასათბურე მეურნეობა „Stimor Associates”-- ი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო და თხილის ფასით დაინტერესდა.  საწარმოში შეკრებილმა ფერმერებმა პრემიერს განუცხადეს, რომ წელს თხილის  რეკორდულად მაღალი ფასი - 8,75 ლარი დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც გასულ წლებში მისი ფასი 3 დან- 5 ლარამდე მერყეობდა. "ეს არის სანიმუშო ქარხანა, სადაც წარმოჩენილია სახელმწიფოს დაკერძო სექტორის თანამშრომლობა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს და ასევე ფერმერებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროგრამაში. სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია.  სახელმწიფოს ხელშეწყობით კეთდება ის, რომ მსგავსი წარმატებული პროექტები თვალსაჩინოა. აღსანიშნავია,  რომ ეს არის შვეიცარიული ინვესტიცია, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელდა", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, პრემიერი ცაიშის სასათბურე მეურნეობას ეწვია და სამშენებლო პროცესი დაათვალიერა. მან ცაიშის  სასათბურე მეურნეობას ეროვნული პროექტი უწოდა. „ეს არის ეროვნული უსაფრთოების საკითხები. ჩვენ აქ წარმოებული პროდუქციით  ჩავანაცვლებთ დაბალ ხარისხიან იმპორტულ პროდუქტს. ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების შემდეგ აქ მოყვანილ საქონელს გავიტანთ ექსპორტზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრთან ერთად   ახალი საწარმოებში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,  შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია იმყოფებოდნენ.

თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ანკა ფეა ტრეიდი“ დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით. პროგრამის დახმარებით საწარმომ 600 000 დოლარის სესხი ახალი თხილის გადამამუშვებელი საწარმოს მშენებლობისთვის აიღო. შვეიცარიულმა კომპანიამ საკუთარი სახსრებით დამატებით 400 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. საწარმოში, რომელიც 2014 წელს აშენდა, მუდმივად დასაქმებულია 20 ადამიანი, სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა 120-მდე გაიზრდება.

მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა „Stimor Associates”-ის მშენებლობა სოფელ ცაიშში 2014 წლის ივნისში დაიწყო და პირველი ეტაპი ნოემბერში დასრულდება. ინვესტორი 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სასათბურე მეურნეობის გაფართოებას და 5 წლის განმავლობაში 30 ჰექტარი ფართობის ათვისებას გეგმავს. ობიექტზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო ინვესტიციის მოცულობა 30 მილიონი დოლარია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.