რუბრიკები
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესი 12 კომპანიამ გამოხატა
ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ  გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადა დასრულდა.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადების განმხილველი  კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე,  საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და  ასევე ეკონომიკური საბჭოს  წარმომადგენლები.

კომისის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესი  გამოხატა 12 კომპანიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, კომისია დაიწყებს კომპანიების მიერ დალუქული კონვერტებით წარმოდგენილი განაცხადების დეტალურ შესწავლას, რის შედეგადაც მოხდება იმ კომპანიების მოკლე სიის, ე.წ. "შორთ-ლისტის“ შედგენა, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. მოკლე სიაში შესულ კომპანიებს გაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ.

"ძალიან სასიხარულოა, რომ 12 კომპანიამ წარმოადგინა განაცხადი. ქვეყნების სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი, შემიძლია ჩამოვთვალო, რომ აქ არის ბელგია, ინდოეთი, ისრაელი, სინგაპური, აშშ, კვიპროსი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. შემდეგ ეტაპზე მოხდება კომპანიების ე.წ. "მოკლე სიის“ დადგენა, რომლებთანაც პირდაპირი მოლაპარაკებებით გავაგრძელებთ კონცეფციაზე და კონტრაქტის დეტალებზე მუშაობას“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.