რუბრიკები
სამეგრელოში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებზე მუშაობენ
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში უკვე ითვლინ. მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი კომისიები მუშაობენ. უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარეებმა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. სტიქიამ ძირითადად ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა. წყალდიდობის შედეგად დატბორილი და განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია ხიდ-ბოგირები, ცენტრალური მაგისტრალები და შიდა გზები, მდინარეების, ჭანისწყალისა და ხობისწყალის ადიდების შედეგად მორღვეულია ნაპირსამაგრი ნაგებობები, მორყეულია ხიდის ბურჯები, რის გამოც აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ადიდებულმა მდინარემ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძებიც წაიღო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიას დილის 4 საათიდან ებრძოდნენ.სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა და დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილემ კობა ქანთარიამ, რომელმაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზარალებული გერსამიებისა და მამფორიების ოჯახები მოინახულა.კობა ქანთარიას განცხადებით,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგები ამჟამად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მუშაობენ და სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების შესწავლას ახორციელებენ. მისივე განცხადებით,რეგიონში არსებული ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ზუგდიდი-ჩხოროწყუს ავტომაგისტრალის 24-ე კილომეტრზე,მდინარე ჭანისწყალზე არსებულ ხიდზე გადაადგილება რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო.აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მოძრაობა ამ დროისათვის განახლებულია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში, კირცხში, ლეწურწუმეში, ნაფიჩხოვოში, მუხურსა და ხაბუმეში დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, მილხიდები და საცხოვრებელი სახლების სახურავები. ამავე მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალის ადიდების შედეგად წაღებულია ნაპირსამაგრი ჯებირები, მიწაყრილები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი 5 ბოძი,რის შედეგადაც სოფლების,კირცხის,ლეწურწუმესა და ლესიჭინეს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. დატბორილია დაახლოებით 35 ჰექტარი საყანე ფართობები. სტიქიამ პრობლემები მარტვილის მუნიციპალიტეტშიც შექმნა.სოფელ ტალერში,მდინარე ტეხურაზე არსებული ხიდის დამცავი 100-მეტრიანი გაბიონი წყალმა მთლიანად წაიღო, რის შედეგადაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ სრულად დატბორა მიმდებარე ტერიტორია და წაიღო 3 მაღალი ძაბვის ბოძი. სოფელ სალხინოში ახალაშენებულ ხიდს მოანგრია ნაპირდამცავი ნაგებობა,ჩამოშალა მიწის ნაწილი და შეარყია ხიდის ბურჯები. მარტვილის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ინჩხიაზე არსებულ ხიდთან ჩაქცეულია მიწის გარკვეული ნაწილი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაშთან ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 8 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო საავტომობილო მიმოსვლა ზუგდიდი-მესტიის მიმართულებით. ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ჭუბერსა და უშგულში, სადაც ადიდებულმა მდინარეებმა სამანქანო ხიდი, სავალი გზის ნაწილი და ხის ხიდბოგირები წალეკეს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებშიც მუშაობენ. ძველ ხიბულასა და ახალ ხიბულას შორის დამაკავშირებელ ხიდზე ამ დროისათვის მოძრაობა შეჩერებულია. ადიდებულმა მდინარე ჭანისწყალმა ხიდს მარჯვენა სანაპირო ბურჯი გამოაცალა და რკინის კონსტრუქციის ნაგებობა მიწაში ჩაიტანა. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა სოფელ ქარიატასა და ხორგის მოსახლეობასაც. ამ სოფლებში დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. უხვი ნალექის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ჭალეში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად შიდა საუბნო გზებზე შეფერხებულია მოძრაობა. ამავე სოფელში წყალმა ღელეს კალაპოტი გაარღვია და 10 მეტრიანი ჯებირი დააზიანა. მუჟავაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად კი დაზიანებულია ხიდბოგირები და შიდა გზებზე შეფერხებულია მოძრაობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.