რუბრიკები
ოქრუაშვილი კვიციანის პროცესზე არ გამოცხადდა (ვიდეო)
დღეს, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის ბრალდების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების ერთი მოწმე დაკითხა. რაც შეეხება კვიციანის სააქმის მთავარ მოწმეს,ირაკლი ოქრუაშვილს,ის დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადებულა,რამაც განსასჯელისა და მისი ადვოკატების გულისწყრომა გამოიწვია. პროკურორმა თენგიზ ხარებავამ სასამართლოს განუმარტა,პირადად ირაკლი ოქრუაშვილითვის დაკითხვის უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა და უწყება მის მეუღლეს მხოლოდ 21 რიცხვში გადაეცა. მათივე განმარტებით, ოქრუაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მან 19 ოქტომბერს გადაკვეთა. აქედან გამომდინარე,ბრალდების მხარემ სასამართლოს ოქრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართა. პროკურორების შუამდგომლობას განსასჯელის ადვოკატები არ დაეთანხმნენ და ოქრუაშვილის იძულებითი წესით ჩამოყვანა მოითხოვეს. კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილს მფარველობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს შეგნებულად არ მოჰყავს ოქრუაშვილი პორცესზე, რადგან მათ ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ბევრი უხერხული კითხვა აქვთ. მოსამართლე შოთა ბიჭიამ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ თუ მომდევნო პროცესებზე ოქრუაშვილის დაკითხვა ვერ მოხერხდება, მის ჩვენებას გაასაჯაროებენ. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას,ოქრუაშვილის იძულებითი წესით ჩამოყვანასთან დაკავშირებით, მოსამართლემ განაცხადა,რომ სასამართლოს მოცემულ მომენტში ამის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოქვეყნება, ვიდეო და აუდიო მასალის სახით, ამ წუთებშიც გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი 2006 წლიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის ბრალდებით იყო ძებნილი. კოდორში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ბატალიონ “მონადირეს” გაუქმება.რასაც მისი ხელმძღვანელის ემზარ კვიციანის დაუმორჩილებლობის გამოცხადება მოჰყვა.თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი “მონადირე” ხეობაში 1994 წლიდან არსებობდა. კოდორის ხეობაში სპეცოპერაციასერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა,ხოლო პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა. სპეცოპრეაციის შემდეგ კვიციანმა თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარა. მაშინ კვიციანს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. სამართალდამცავებმა ემზარ კვიციანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის 22 თებერვალს დააკავეს. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის თავისი რაზმით ხეობას იცავდა. ამასთან, კვიციანი ამბობს, რომ მას 1994 წელს გაფორმებული ოთმხრივი ხელშეკრულების დარღვევა არ სურდა, რომელიც ხეობაში ჯარის შეყვანას კრძალავდა და რომელსაც საქართველოსა და რუსეთთან ერთად ხელი გაერომ და აფხაზეთმაც მოაწერეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.