რუბრიკები
ფოთში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსებისთვის ორნახევარი მილიონი ლარი გამოიყო
ფოთში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების თბო და ჰიდროიზოლაციის შეფუთვა მოხდება, - შესაბამისი საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს დაამტკიცეს. 

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ამ მიზნით ბიუჯეტიდან ორნახევარი მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

"საუბარია წინა ხელისუფლების დროს აშენებული 32 კორპუსის შეფუთვაზე, ეს არის ის კორპუსები, რომლებიც წვიმისგან და ქარისგან ირეცხებოდა და რომლებშიც გათბობა იყო, ცალფად ნაშენი კედლებია და სითბოს შენარჩუნება შეუძლებელია. მით უმეტეს, ისეთი ნესტის პირობებში, როგორიცაა ფოთში. მთავრობამ დაამტკიცა ეს ხაზი. მალე გამოცხადდება კონკურსი. მინდა მივულოცო ჩვენს დევნილებს, რომ ძალიან მალე მათ ექნებათ აბსოლუტურად სტანდარტული სახლები, სადაც გაცილებით ადვილი იქნება სითბოს შენარჩუნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

მისივე თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ სითბოს შენარჩუნებაზე, ვინაიდან ეს იზოლაცია რომ არ მომხდარიყო, რამდენიმე წელიწადში სახლები ნგრევის პირას იქნებოდა მისული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.