რუბრიკები
ქართულ - ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი
ქართულ კინოთეატრებში მაყურებელს ლევან ბახიას ფილმის ”ნაღმი” ნახვის საშუალება მიეცემა. ქართულ-ამერიკული მხატვრული ფილმი ფსიქოლოგიური ტრილერია.იგი ქართველი და ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით შექმნილი კიდევ ერთი ჰოლივუდური პროექტია. ფილმი ”247 გრადუსი ფარენგეიტის” შემქმნელებს, სარეკ სტუდიასა და ლევან ბახიას ეკუთვნით. ეს უკანასკნელი მაყურებელს ბევრ სანერვიულოსა და უამრავ დაძაბულ მომენტს ჰპირდება. პროექტი კანადელ სცენარისტთან ედრიან კოლუსისთან ერთად შეიქმნა. ფილმი სამი ამერიკელი ტურისტის შესახებ მოგვითხრობს, ბუნებაში სეირნობის დროს მეგობრებიდან ერთ-ერთი ფეხს შემთხვევით ნაღმზე დაადგამს.მეგობრები დახმარებას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. დენიელის სიცოცხლე მაშინვე დასრულდება თუ ის ერთხელ მაინც გამოძრავდება. როლს ცნობილი მსახიობი სერიალ,, Glee’’–ის ერთ–ერთი მთავარი პერსონაი დინ გეიერი ასრულებს. სპენსერ ლოქი, რომელიც ყველას ,,ბოროტების სავანე’’–ში განსახიერებული როლით გვახსოვს, ლევან ბახიას ახალ ფილმში ალიშას როლს ასრულებს. მისი მეგობრის, კრისის როლს თინეიჯერების უსაყვარლესი მსახიობი სტერლინ ნაითლი განასახიერებს. უცხოელ მსახიობებს პარტნიორობას კოტე თოლორდავა, გიორგი ცაავა, ნანა კიკნაძე და ელენე ბეზარაშვილი უწევენ. სამი ტურისტის გარშემო დატრიალებული ისტორია კომერციული პროექტია, რომელიც პირველ რიგში ამერიკულ ბაზარზეა გათვლილი, თუმცა ლევან ბახიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული აუდიტორიაა. სწორედ ამიტომ დასრულებული პროექტის პირველი შემფასებელი სწორედ ქართველი მაყურებელი იქნება. ფილმის აფიშაზე kikala studio–ს დამაარსებელიმა მამუკა კიკალიშვილიმა იმუშავა. ფილმის ბიუჯეტი 700 000 აშშ დოლარის შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.