რუბრიკები
ზუგდიდში AGRO სახლი გაიხსნა ვიდეო
ზუგდიდში დღეს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა, USAID/NEO-ს მხარდაჭერით მოწყობილი, სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრი AGRO სახლი გახსნა. USAID/NEO-ს წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრის მიზანია ფერმერებისთვის რიგი პროდუქციის და მომსახურების შეთავაზება. კერძოდ, მომსახურება მოიცავს ლაბორატორიას ნიადაგის, ფოთლის, თხილის და წყლის ანალიზებისათვის, ვეტერინარულ კლინიკას, საქონლისა და მომსახურების პაკეტებს სხვადასხვა კულტურებისათვის და ღია გრუნტის და სათბურის სადემონსტრაციო ნაკვეთებს რეგიონში გავრცელებული ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილისათვის, დემონსტრირების და წარმოების თანამედროვე მეთოდებში ფერმერთა მომზადებას. გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი მიშელაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე დაესწრნენ. USAID/NEO-ს ინფორმაციით, გასული სამი წლის განმავლობაში ამ რეგიონში USAID/NEO-ს დახმარებით ჩამოყალიბდა 23 სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომლებშიც წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მოჰყავთ: სალათი, კიტრი, მარწყვი, პამიდორი და ყვავილები. ასევე მოეწყო ღია გრუნტში წარმოების ხუთი სადემონსტრაციო ნაკვეთი; კენკროვნების სანერგე მეურნეობა მარწყვის, მაყვლის და ჟოლოს მოსაყვანად, - მოეწყო საქონლის ფურაჟის საწარმოც. NEO-ს დახმარებით მოეწყო სამი მეტეოროლოგიური სადგური ირიგაციის ხელშეწყობისთვის მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. NEO-მ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 25 თემში ჩაატარა მუშაობა ეკონომიკური განვითარების გეგმების შესაქმნელად და მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტები მოიცავს წყალდიდობისგან დამცავ მდინარის ნაპირსამაგრი გაბიონების, საბავშვო ბაღების, სადრენაჟო არხების, შიდასასოფლო გზების და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, რომლებითაც სარგებლობს ამ ორი მუნიციპალიტეტის 2 018 ოჯახი. NEO-მ ასევე დახმარება გაუწია 600-მდე დაუცველ პირს დასაქმებაში ან თვითდასაქმებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.