რუბრიკები
ზუგდიდის საკრებულომ ვაკანსიებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა
დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. დებულების წინააღმდეგი წავიდა ერთი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“  ბათლომე შელია, რომელმაც განცხადება პარტიის ფრაქციის სახელით გააკეთა. ხოლო, კიდევ ერთმა დეპუტატმა ოპოზიციიდან,  „ერთიანი ოპოზიცია- ნინო ბურჯანაძის“ წარმომადგენელმა თენგიზ ხარჩილავამ კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა. ბათლომე შელიას განცხადებით, მიღებული დებულება მორგებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე, რომლებსაც საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არა აქვთ და მათი მთავარი დამსახურება მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდაჭერაა. „ჩვენთვის მიუღებელია, რომ  აპარატისა და განყოფილების უფროსებისთვის სავალდებულო არ არის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება“, - თქვა ბათლომე შელიამ. თენგიზ ხარჩილავამ კი პირიქით, 2 წლის მუშაობის გამოცდილების საჭიროება გააპროტესტა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დეპუტატი ფიქრობს, რომ აპარატის და განყოფილების უფროსებისთვის მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ უნდა იყოს და ნებისმიერ მსურველს უნდა შეეძლოს საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციაში მონაწილეობის მიღება. დადგენილების თანახმად, ყველა საჯარო მოსამსახურეს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ტესტირების გავლასთან ერთად, მოეთხოვება  სამართლებრივი აქტების - ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და საკრებულოს აპარატის  დებულებების -  ცოდნა. ამავე დებულების თანახმად, აპარატის, საქმის წარმოებისა და იურიდიული საკითხთა განყოფილების უფროსს დამატებით მოეთხოვება მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება(ნებისმიერი სამუშაო ადგილი), ხოლო ამავე განყოფილებების მთავარ სპეციალისტს ერთი წლის მუშაობის გამოცდილება. აღნიშნული თანამდებობის დაკავების მსურველებს, ასევე მოეთხოვება, უმაღლესი განათლება,  „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. საქმის წარმოებისა და იურიდიული საკითხთა განყოფილების წამყვან სპეციალისტს კი,  უმაღლეს განათლებასთან ერთად, „საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიღებული დადგენილებისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მოეთხოვება. ხოლო, ამავე განყოფილების უფროს სპეციალისტს,  გარდა უმაღლესი განათლებისა, მოეთხოვება ყველა ის დამატებითი მოთხოვნები, რაც მოეთხოვება  წამყვან სპეციალისტს. უფროს სპეციალისტისთვის საკმარისია საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლება. რაც შეეხება სპეციალისტს, დებულების თანახმად, საკმარისია საშუალო განათლება. საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსს უმაღლეს საფინანსო, საბუღალტრო ან ეკონომიკურ განათლებასთან ერთად მოეთხოვება შემდეგი დამატებითი მოთხოვნები: მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის ცოდნა, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვეტარიზაციის ჩატარების წესისი შესახებ“ ფინანსტა მინისტრის ბრძანებულებისა და ასევე, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტტს კი, გარდა 2 წლის მუშაობის გამოცდილებისა,  ვალდებულია აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რასაც აკმაყოფილებს განყოფილების უფროსი. ამ უკანასკნელისთვის საკმარისია 1 წლის მუშაობის გამოცდილება.რაც შეეხება წამყვან სპეციალისტს  საფინანსო საკითხებში, იგი უნდა ფლობდეს უმაღლესი  საფინანსო, საბუღალტრო ან ეკონომიკური განათლების დიპლომს, საოფისე  კომპიუტერულ პროგრამებს და უნდა იცნობდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონსს და  „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვეტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანებულებას. რაც შეეხება მასმედიასთან, საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, მთავარ სპეციალისტსა და წამყვან სპეციალისტსს, უნდა ფლობდეს უმაღლესი განათლების დიპლომს, უნდა იცოდეს საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და ასევე უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას განყოფილების უფროსისთვის სავალდებულოა 2 წლიანი მუშაობის სტაჟი, ხოლო მთავარი და წამყვანი სპეციალისტისთვის 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება. ამავე განყოფილების  უფროსი სპეციალისტისთვის უმაღლესი განათლება არ არის სავალდებულო და საკმარისია საშუალო განათლება, თუმცა უნდა იცოდეს, საოფისე კომპიუტერული პროგრამები და საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. აგრეთვე, ამავე დებულების მიხედვით, დამტკიცდა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის დამატებითი მოთხოვნები. იგი ვალდებულია ჰქონდეს უმაღლესი განათლება,  2 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ასევე, ფლობდეს საოფისე პროგრამებს. ამასთან, დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა, რომ ტესტირებაზე სულ 60 კითხვა იქნება. აქედან, გასაუბრების ეტაპზე გადავა ის, ვინც მინიმუმ 33 ქულას დააგროვებს. ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ატესტაციის, ტესტირების ეტაპის ჩატარების თემატიკა ასე გამოიყურება: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და უნარ- ჩვევები.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.