რუბრიკები
კახა მიქაია დადიანების სასახლის მიმდებარედ სასტუმროს შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კახა მიქაია დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა არ უნდა მოხდეს. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ადგილზე სასტუმრო აშენდება დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღი დაიფარება. ამასთან, მიქაია საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს პირად კონტროლზე აიყვანოს ზემოაღნიშნული საქმე. დეპუტატის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ზუგდიდში ალექსანდე ხარებავას ხელმძღვანელობით, იმყოფებოდა ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებმაც ადგილობრივ ხელიუფლებასთან მოლაპარაკებები აწარმოს. „როგორც ვიცი, თითქმის გადაწყდა სასტუმროს მშენებლობა“, - თქვა კახა მიქაიამ. დეპუტატ კახა მიქაიას განცხადებას უარყოფს ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და ამბობს, რომ ინვესტორებთან დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. მერის თქმით, ინვესტორები ზუგდიდში ნამდვილად იმყოფებოდნენ და ისინი ზუგდიდში ღვნის სახლის მშენებლობას გეგმავენ. „განმუხურში და ანაკლიაშიც ვიყავით, შესაძლებელია ინვესტიციები ჩაიდოს.  ასევე, დავათვალიერეთ ბოტანიკური ბაღი. შეიძლება  ბოტანიკურ ბაღს და მუზეუმს დაეხმარონ. კონკრეტულად, სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა“, - თქვა ირაკლი გოგოხიამ. დაახლოებით, ერთი წლის წინ გავრცელდა  ინფორმაცია,  რომ დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია ლევან ქარდავაზე იყო გაყიდული. ქარდავა ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატია. იგი  ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 995 კვადრატულმეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. დეპუტატმა მაშინ რადიო „ათინათს“უთხრა, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორია აუქციონის წესით შეიძინა და  იქ სამსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, რომელიც უკრაინაში არსებული დადიანების სასახლის ასლი იქნებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.