რუბრიკები
ცუკერბერგმა ჩინურ უნივერსიტეტში მანდარინის დიალექტზე ისაუბრა
Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, პეკინის ცინხუას უნივერსიტეტში გამოსვლისას, ჩინური ენის თავისუფლად ფლობის დემონსტრირება გააკეთა. თავისი გამოსვლის ფრაგმენტი ცუკერბერგმა, Facebook-ში საკუთარ გვერდზე დადო. ის კითხვა-პასუხის 30-წუთიან სესიაში მონაწილეობდა და გამოსვლისას ჩინური ენის ჩრდილოჩინურ დიალექტზე, მანდარინზე საუბრობდა. მარკ ცუკერბერგმა ჩინურის სწავლა 2010 წელს დაიწყო და ამას „პირადი გამოწვევა“ დაარქვა, -წერს Mashable. „ყოველთვის მაინტერესებდა ჩინური კულტურა და ენის სწავლა მისი გაცნობის საუკეთესო საშუალებაა“, - განაცხადა მან. უნივერსიტეტში გამოსვლისას მან ინტერნეტთან მეტი ადამიანის დაკავშირებაზე და თავის პროექტზე, Internet.org-ზე ისაუბრა, ასევე Facebook-ის განვითარების საწყის ეტაპეზე. ამ კვირაში ის ცინხუას უნივერსიტეტის ეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც გახდა. მარკ ცუკერბერგის მეუღლე, პრისცილა ჩანი, ჩინური წარმოშობის ამერიკელია. ცუკერბერგმა სტუდენტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლეც საუბრობს მანდარინის დიალექტზე. Facebook-ის ხელმძღვანელი კიდევ იმითაა ცნობილი, რომ ყოველწლიურად რაღაც მნიშვენლოვან მიზანს ისახავს. მაგალითად 2009 წელს მან პირობა დადო, ყოველწლიურად ჰალსტუხით ევლო სამსახურში, 2011-ში - ეჭამა მხოლოდ იმ ცხოველების ხორცი, რომელთაც თავად მოკლავდა, 2013 წლის მიზანს კი წარმოადგენდა ყოველდღიუარდ 1 ადამიანის გაცნობა Facebook-ის გარეთ. შესაძლოა ცუკერბერგის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ ჩინური ენის შესწავლასთან დაკავშირებით მის ბიზნესს არგოს. Facebook-ი ჩინეთში ოფიციალურად დაბლოკილია, სხვა პოპულარულ ამერიკულ საიტებთან ერთად. თუმცა სოციალური ქსელის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.