რუბრიკები
ზუგდიდში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი სუს-ის სპეცრაზმის უფროსია (ვიდეო)
საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის სამმართველოში მომხდარ აფეთქებას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.ზუგდიდის მერის წინასწარი ინფორმაციით, შენობაში წყლის გამათბობელი ავზი აფეთქდა,რამაც კედლის ნგრევა გამოიწვია,ნანგრევებში კი უწყების თანამშრომელი,32 წლის ზვიად ლაგვილავა მოყვა,რომელიც ადგილზე გარდაცვალა. ცხედარი წუხელვე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. "ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. მინდა ვუსამძიმრო მის ოჯახს, გასკდა წყლის ავზი და ამას მოჰყვა კედლის ნგრევა, რომელიც დაეცა ჩვენს თანამშრომელს და იგი გარდაიცვალა", - განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა. მან ხაზგასმით აღნიშნა,რომ გავრცელებული ინფორმაცია,თითქოს თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 8 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.