რუბრიკები
ოთარ იოსელიანი ახალ ფილმს იღებს
ოთარ იოსელიანი ახალ ფილმზე „ზამთრის სიმღერა" მუშაობს. ეს არის ქართულ-ფრანგული პროექტი, რომელსაც საქართველოს მხრიდან კომპანია „სტუდია 99" ახორციელებს. ფილმში გმირები სხვადასხვა დროში მოგზაურობენ, რეჟისორს კონკრეტული ისტორიული ეპოქა არ განუსაზღვრავს. გადაღებები ორი კვირაა საქართველოში მიმდინარეობს, შემდეგ კი რეჟისორი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ფილმის სხვადასხვა სცენების გადასაღებად საფრანგეთში მიემგზავრება.საქართველოში გადასაღებ მოედნად გარდაბნის რაიონში არსებული ე.წ. „გამარჯვების" დასახლება შეირჩა, სადაც რამდენიმე შენობა სპეციალურად ფილმის შიდა გადაღებებისათვის აშენდა. პროექტისათვის სპეციალურად გამოიყო სამხედრო ტექნიკა და ქვეითთა ბატალიონი 80 კაციანი შემადგენლობით, ფილმში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროც, რომლის დახმარებითაც საომარი მოქმედებების ურთულესი სცენების გადაღება მოხერხდა. ფილმის პრემიერა 2015 წლის გაზაფხულზე საქართველოსა და საფრანგეთში ერთდოულად გაიმართება. ქართველ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს ბერლინის კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს „ვერცხლის დათვი", საფრანგეთში „ლუი დელუკის" პრესტიჟული ჯილდო, ასევე ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს ფესტივალების არაერთი ჯილდო თუ პრემია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების'' ვეტო დაადო.
18 / მაისი 2024
მორიგი აქცია გაიმართა ზუგდიდში ,,აგენტების'' კანონის გასაპროტესტებლად.
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.