რუბრიკები
"ეტალონის" წამყვანი ხობის მუნიციპალიტეტს ეწვია
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" ავტორს და წამყვანს,აკადემიურ მეცნიერებათა დოქტორს გოჩა ტყეშელაშვილს უმასპინძლა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა სტუმარს კულტურისა და განათლების სფეროში მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, ისტორიულ ძეგლებზე, სპორტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ, სადაც ყურადღება "ეტალონთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. ქალაქ ხობის კულტურის სახლში მედიაპროექტ "ეტალონის“ ავტორი სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება, ქვეყანაში სოციალურ-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის მოტივირება და პედაგოგების წახალისება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.წამყვანმა შეკრებილ საზოგადოებას გადაცემასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და აქტიური მოსწავლეები "ეტალონის" კითხვების კრებულით დაასაჩუქრა. გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ახალი საიტის www.etanewe.ge - ს შესახებაც ისაუბრა და მოსწავლეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა დაწერონ ნარკვევი: „ცნობილი ადამიანები“, „ისტორიული ძეგლები“ და „შთამბეჭდავი ფოტოები“, რომლებიც აღნიშნულ საიტზე განთავსდება, საუკეთესო ნარკვევის ავტორი კი, დასაჩუქრდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.