რუბრიკები
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი მანქანები გადაეცა
დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 24 ახალ მანქანას გადასცა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი დაესწრნენ.  სამედიცინო წესით აღჭურვილი, “FORD”-ის მარკის ავტომობილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრებში პროპორციული წესით გადანაწილდება. პირველ ეტაპზე, ახალციხისა და ოზურგეთის განყოფილებებს 1, თელავის, მცხეთისა და ქობულეთის განყოფილებებს 2, გორი/ტყვიავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ქუთაისის განყოფილებებს კი 4 ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი გადაეცემა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი დღეიდან დაიწყო. ავტომობილები რეგიონებში ეტაპობრივად, გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით განაწილდება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2015 წლის დასაწყისისთვის “FORD”-ის საშუალო გამავლობის 80 და “VOLKSWAGEN”-ის მარკის მაღალი გამავლობის 100 ავტომობილით განახლდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.