რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში 2015 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და სარეზერვო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა ფარცვანიამ წარმოადგინა. ფარცვანიას ინფორმაციით, ქალაქის მერიამ ბიუჯეტი საკრებულოს,  კანონის დაცვით, 15 ნოემბრამდე გადაუგზავნა. მისივე თქმით, საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი პარასკევს, 14 ნოემბერს მიიღო. ამასთან, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია მოქალაქეებს ბიუჯეტის განხილვის პროცესში ჩართვისა და საკრებულოს სხდომების დასწრებისკენ მოუწოდებს. კახა ფარცვანიას განმარტებით, 2015 წელს და მომდევნო წლებისათვის პრიორიტეტებად კვალვ რჩება: ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების განმტკიცება, საინვესტიციო გარემოს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება, განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარების და ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება. 2015 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 15 მილიონ 821.9 ათასი ლარის ოდენობით არის წარმოდგენილი . ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დაფინანსება 4 მილიონ 333, 1 ათას ლარს შეადგენს. აქედან, მერიის დაფინანსება 2 მილიონ 367, 6 ლარით , ხოლო საკრებულოსი 918, 5 ათასი ლარით განისაზღვრა. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოების მუხლი 1 მილიონ 346, 6 ათასი ლარით დაფინანსდა. აქედან, უდიდესი ნაწილი - 1 მილიონ 244, 2 ათასი ლარი საგანგებო სიტუაციების მართვისთვისკენ იქნება მიმართული. ამავე პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 4 მილიონ 031, 9 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ სფეროში ყველაზე მეტი თანხა - 2 მილიონ 510, 0 ათასი ლარი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის დაიხარჯება. განათლების სფეროში თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: სკოლამდელი აღზრდის პროგრამა - 1 მილიონ 500,0 ათასი ლარი, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა ფინანსური მხარდაჭერა - 30 ათასი ლარი, სასულიერო გიმნაზიის ხელშეწყობის პროგრამა- 12 ათასი ლარი და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია - 300,3 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების მუხლი 3 მილიონ 318 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან, სპორტის განვითარებისთვის 1 მილიონ 670 ათასი ლარი, ხოლო კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის 1 მილიონ 498 ათასი ლარი გამოიყო. რაც შეეხება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლი 850 ათასი ლარით დაფინანსდა. მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფისთვის 110 ათასი ლარი, ოჯახებისა და ბავშვთა სოციალური დაცვისთვის 25 ატასი ლარი, ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა 30 ათასი ლარი, შშმ პირების სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია 40 ათასი ლარი, მოსახლეობის და სტუდენტების ტრანსპორტით მგზავრობისთვის 40 ათასი ლარი, ხოლო სამედიცინო დახმარების პროგრამებისთვის 300 ათასი ლარი. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ბიუჯეტის განხილვისთვის 10 დღე აქვს. საკრებულომ მერიას ბიუჯეტი შენიშვნებით არაუგვიანეს 25 ნოემბერს უნდა დაუბრუნოს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
01 / მაისი 2024
თბილისში მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია დააკავა.
01 / მაისი 2024
ზუგდიდის მერიის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.