რუბრიკები
საკრებულოში პრემიის გაცემის წესი დაამტკიცეს (ვიდეო)
საკრებულოში პრემიის გაცემის წესზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის წესის დამტკიცება მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. პრემიის გაცემის უკვე დამტკიცებულ დადგენილებას მხარი არ დაუჭირა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბათლომე შელიამ, ხოლო "ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელმა-თენგიზ ხარჩილავამ, პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ბათლომე შელიას თქმით, ახალი დადგენილების მიხედვით, პრემიის გაცემის წესის მანკიერი პრაქტიკა კვლავ რჩება და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეტანილა. ბათლომე შელიას განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი თოდუამ უპასუხა და აღნიშნა, რომ აქამდე პრემიის გაცემის არანაირი წესი არ არსებობდა. თენგიზ ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება არ მოსწონს, რადგან ის „საზოგადოების ფართო ფენების დუხჭირ ცხოვრებასთან შესაბამისობაში არ მოდის“. სხდომაზე ხარჩილავა ასევე დებატების პრესის გარეშე გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა. „ეს იმიტომ ვითხოვე, რომ პრემიების თემა საზოგადობისთვის გამაღიზიანებელია. იყოს მწვავე დისკუსია, ოღონდ ყოველგვარი ეკრანისა და პრესის გარეშე!“ - თქვა ხარჩილავამ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი არჩილ თოდუა საკრებულოს , რეკომენდაციის სახით, პრემიების გაცემას არა კვარტალში ერთხელ, არამედ იმდენჯერ სთავაზობს, რამდენჯერაც ამას საჯარო მოხელე იმსახურებს. თუმცა, ეს რეკომენდაცია საკრებულომ არ გაითვალისწინა. „ამ ეტაპზე ამის საშუალებას არ გვაძლევს მომავალი წლის ბიუჯეტი, თუმცა მე ვისურვებდი, რომ მომავალში ზუგდიდს ჰქონდეს ისეთი ბიუჯეტი, რომ საჯარო მოხელის პრემია მას ტვირთად არ დააწვება“, - აღნიშნა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ. პრემიის გაცემის წესის დადგენილების თანახმად, თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირები პრემიას მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის მიიღებენ. პრემია შეიძლება კვარტალში ერთხელ გაიცეს. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, აღნიშნული წესის გათვალისწინებით, პრემია შესაძლებელია წელიწადში სამჯერაც გაიცეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.