რუბრიკები
ბადრიჯანი გულსართით
ინგრედიენტები: ბადრიჯანი 2 ხახვი 2 ტკბილი წიწაკა 4 ნიორი 2 კბილი რეჰანი მარილი და პილპილი ზეთი ქინძი მომზადების წესი: ბადრიჯანი გავრეცხოთ, შევაშროთ და სიგრძეზე, შუაში გავჭრათ. თითოეული ნაჭერი ბასრი დანის საშუალებით ფრთხილად ჩავჭრათ გარშემო, შემდეგ კი ხელით ამოვიღოთ ბადრიჯნის რბილობი. ხახვი, ტკბილი წიწაკა და ბადრიჯნის რბილობი საშუალო ზომის კუბებად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ. ნიორი და მწვანილი დავჭრათ. როდესაც ბოსტნეული კარგად მოიშუშება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, ქინძი, ნიორი, მარილი და პილპილი. გულამოცლილ ბადრიჯანს მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და მოშუშულო ბოსტნეულით ამოვავსოთ. ბადრიჯნები გადავიტანოთ ზეთმოსხმულ საცხობ ფურცელზე და წინასწარ გახურებულ ღუმელში შევდგათ. დაახლოებით 20 წუთში, როცა ბადრიჯანი ლამაზად დაიბრაწება, გამოვიღოთ, შევაგრილოთ და მივიტანოთ სუფრასთან. ამ კერძთან ერთად შეგვიძლია მივიტანოთ პიურე, ნივრით შეზავებული მაწონი, არაჟანი და ა.შ. რჩევა ამ კერძს ძალიან უხდება ყველი. შეგიძლიათ ბადრიჯანები სრულ მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოიღოთ აირღუმლიდან, მოაყაროთ გახეხილი ყველი და ისევ განაგრძოთ მზადება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.