რუბრიკები
"სამეგრელოს ხმა"-დევნილებს სოციალური დახმარება უნდა აღუდგეთ (ვიდეო)
ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში  ყოფილი ბაგა- ბაღის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უკვე 22 წელია გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. უბილავების ოჯახის დიასახლისის ლია ელიავას განმარტებით, სახლი სადაც ის ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგანაც შენობა ამორტიზირებულია. დევნილთა სამმართველოდან მათ არაერთხელ მიაკითხეს და საცხოვრებელი სახლიც რამდენჯერმე აღუწერეს,თუმცა სოციალურმა სააგენტომ მათ მაღალი ქულა მიანიჭა. ჟურნალისტების კითხვაზე ,თუ რატომ არ ეძლევათ დევნილებს სოციალური დახმარება, ისინი მიზეზად კრედიტით შეძენილ ტელევიზორს და მაცივარს ასახელებენ , რის გამოც მათ საცხოვრებელ სახლს მაღალი ქულა მიენიჭა. უბილავების ოჯახმა ორი თვის წინ დახმარებით  სამოქალაქო მოძრაობა„სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენლობას მიმართა, რათა მათ შუამდგომლობა გაეწიათ როგორც დევნილთა და განსახლების სამმართველოს წარმომადგენლებთან , ასევე სოციალურ სამსახურში ,თუმცა უშედეგოდ. დევნილები დღემდე დახმარების გარეშე რჩებიან.  "სამეგრელოს ხმის" წარმომადგენელ თეონა ქარდავას განცხადებით, სოც. უზრუნველყოფის სამსახურში უბილავების სახელით საჩივარი უკვე შეტანილია და პასუხს რამდენიმე დღეში ელოდებიან. იმავე ჩასახლების  ეზოში მცხოვრებ ჯეირან გუდაბანძის ოჯახს გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო ოთხი წლის წინ ორი  და ოთხი წლის შვილი გარდაეცვალა. ამჟამად მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და მიუხედავად მისი საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, სოციალური დახმარება არ ეძლევა. რადიო „ათინათის“ კითხვაზე თუ რატომ არ ეძლევა ოჯახს სოციალური დახმარება, ჯეირან გუდაბანძე მიზეზად ევროკავშირის მიერ ნაჩუქარ ავეჯს ასახელებს, რის გამოც სოციალურმა სამსახურმა მისი საცხოვრებელი სახლი მაღალი ქულებით შეაფასა. ზუგდიდის დევნილთა სამმართველოში ამ ოჯახების მდგომარეობა ცნობილია, თუმცა , მათთვისაც გაუგებარია თუ რატომ არ ეძლევათ დევნილებს სოციალური დახმარება. რაც შეეხება საცხოვრებელი ფართით მათ უზრუნველყოფას, დევნილთა სამმართველოში განმარტავენ, რომ უბილავებისა და გუდაბანძეების ოჯახებმა სააპლიკაციო ფორმა უკვე შეავსეს  და ისინი უახლოეს მომავალში დაკმაყოფილდებიან.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბოტანიკური ბაღის დაარსებაზე და განვითარების ეტაპებზე.
08 / მაისი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო - ზემო სვანეთში უკანონო ტყით სარგებლობის 31 ფაქტი გამოავლინეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ინალ არძინბას მიმართვას ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.