რუბრიკები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოთში ახალ საწარმოებს გახსნის
პრემიერ-მინისტრი  ღარიბაშვილი ფოთში „შაჰ-დენიზი-2“-ის გაზსადენის მილების სატრანსპორტო ტერმინალის პრეზენტაციას დაესწრება. „პეის ჯგუფის“ მიერ შექმნილი საპორტო ტერმინალის მიზანია,  „შაჰ-დენიზი-2“ პროექტისთვის განკუთვნილი გემების მიღება, დაცლა, განთავსება, შემდგომში მილებისა და სხვა ტვირთის  დანიშნულების ადგილზე გასაგზავნად. „პეის ჯგუფი“ ახალი პორტის მშენებლობის პროექტს ფოთის ყოფილი გემთსაშენი ქარხნის ტერიტორიაზე ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დასრულდა 4 ჰექტარი ფართობის სასაწყობო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შეიქმნა 100 სამუშაო ადგილი და შესაძლებელი  გახდა „შაჰ-დენიზი-2„-ის გაზსადენისთვის საჭირო მილებისა და დანადგარების ტრანსპორტირება კავკასიის  რეგიონში. ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერმინალზე დაგეგმილია 300 000  ტონა მილის მიღება შემდგომში მათი ტრანსპორტირების მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილი ფოთში 15:30 საათზე, შპს „აგრიკომის“ "ფოთისმარცვლეულისტერმინალს” გახსნის, რომლისთვისაც სოფლისმეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში 600 000 აშშ დოლარი გამოიყო. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 მლნ აშშ დოლარამდეა. ტერმინალს, რომლის ჯამური მოცულობა  16000 ტონას შეადგენს, საშუალება ექნება, მიიღოს/დაასაწყობოს/გააშროს/გასცეს სხვადასხვა სახის მარცვლეული, ძირითადად -ხორბალი და სიმინდი. ტერმინალს აქვს სარკინიგზო ჩიხი და სრული წვდომა ფოთის პორტისმე-15 ნავმისადგომთან, რაც აძლევს მას საშუალებას მიიღოს/დატვირთოს ნავმისადგომზე შემოსული გემები. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 60 ადამიანი, ხოლო ტერმინალში მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა- 35-40 იქნება. 16:10 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ესტუმრება რეინვესტირებულ კომპანია „გეოფიშ ფექტორის“, რომელიც თევზის გადამამუშავებელ ქარხანას წარმოადგენს. გაფართოება-გადაიარაღების შემდეგ, რაშიც 2 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ქარხნის წარმოებადობა დღე-ღამეში 350-დან 1200 ტონამდე გაიზარდა. ქარხანაში იწარმოება თევზის ზეთი და თევზის ფქვილი, რომელიც ნედლი ქაფშიის გადამუშავების შედეგად მიიღება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.