რუბრიკები
სოხუმში რუსეთ-აფხაზეთს შორის შეთანხმების მომხრეები და მოწინააღმდეგეები მიტინგს ერთდროულად გამართავენ
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით დღეს, სოხუმში ორი მიტინგი გაიმართება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმის მთავარ მოედანზე "ამცახარას" წარმომადგენლები მომხრეებს შეკრებისკენ და ხელშეკრულების გაფორმების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, ხელშეკრულების მხარდასაჭერ მიტინგს გამართავს პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც დღეს მოსახლეობას თხოვნით მიმართა, 24 ნოემბერს შეიკრიბონ და მხარდაჭერა გამოხატონ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. ორივე მიტინგი ერთსა და იმავე დროს 11:00 საათზე დაიწყება. კრემლის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 24 ნოემბერს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ვლადიმერ პუტინის მიწვევით სოჭში ჩავა, სადაც აღნიშნულ შეთანხმებას მოეწერება ხელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.