რუბრიკები
თენგიზ ჯგუშია ახალიების ოჯახის დაყაჩაღების ფაქტის გახსნას ითხოვს (ვიდეო)
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდში ახალაიების ოჯახის დაყაჩარების ფაქტს გამოეხმაურა და მომხდარს სამართალდამცავების დაცინვა უწოდა. ჯგუშიას განცხადებით, აღნიშნულზე პასუხი, სამართალდამცავებთან ერთად, ადგილობრივ ხელისუფლებასაც მოეთხოვება. "აბა ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი? შერიფებს და პროკურორებს ჩვენთან არ ირჩევენ. პასუხი უნდა მოვთხოვოთ საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერს და გუბერნატორს, რომ ის სიმშვიდე, რომელსაც გადასახადების გადახდით ვუკვეთავთ იყოს დაცული. ესენი სამართალდამცავებს კედელთან უნდა აყენებდნენ და საზოგადობრივი წესრიგის დაცვაზე პასაუხს უნდა თხოვდნენ ", - აღნიშნა თენგიზ ჯგუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. გარდა ამისა, თენგიზ ჯგუშია ნარკოტიკების შემოდინებისა და კონტრაბანდის გაზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დანაშაულებრივ ქმედებებს ხელს სამართალდამცავი სტრუქტურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აფარებენ. ჯგუშია სამართალდამცავ ორგანოების ხელმძღვანელებს ახალაიების ოჯახის დაყაჩაღების საქმის გამოძიებისა და დამნაშავეების გამოვლენისთვის ერთ კვირას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თანამდებობებიდან გადადგომის მოთხოვნით, აქციებით იმუქრება. ზუგდიდის  მერმა ირაკლი გოგოხიამ და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ "სამეგრელოს ხმის" ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს არ უპასუხეს. თუმცა, მერიისა და საკრებულოს საზაოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამართალდამცავების დაბარება და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია კი, როგორც ჟურნალისტებს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გუბერნატორთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა გუბერნიის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ზემოაღნისნულ საკითხებთან დაკავშირებით, გუბერნატორმა რაიმე სახით განცხადება გააკეთოს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, 24 ნოემბერს სამმა შეიარებულმა პირმა რუსთაველის გამზირზე მცხოვრები ახალაიების ოჯახი დააყაჩაღა და ოჯახის წევრები სასტიკად სცემა. დაზარალებული როლანდ ახალაიას შვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელებმა ისინი იარაღის კონდახებით სცემეს. როლანდ ახალაია ზუგდიდში ერთ-ერთი ვალუტის გადასახურდავებელი ობიექტის მეპატრონეა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მამაკაცი თბილისში სამკურნალოდ მოდიოდა და სახლში რამდენიმე ათასი დოლარი ჰქონდა, რაც მძარცველებისთვის ცნობილი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.